I

4K 110 5
                                    

ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ნათელი ფერებით ყოველთვის ნაცრისფერი, ბნელი და გაუფასურებული იყო. არასდროს მქონია თავისუფლება, არასდროს შემეძლო გამეკეთებინა რამე ისე რაც მე მინდოდა, რაც სიამოვნებას და ბედნიერებას მომანიჭებდა.

ნუთუ ასეთი ძნელია ვიყო ბედნიერი? ნეტავ ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული გოგნა ვყოფილოყავი მოსიყვარულე პატარა ოჯახიდან, ოჯახიდან რომლისგანაც ვიგრძნობდი რა არის სიყვარული, ბედნიერება და თავსუფლება, მაგრამ არა ეს ყველაფერი უბრალო ილუზიაა ჩემი შექმნილი ილუზია რომელიც უბრალოდ ერთ დღეს გაქრება სადღაც ბნელ მხარეში ჩაიკარგება.
არასდროს მაკლდა ფული, ძვირადღირებლი ტანსაცმელი და მანქანები მაგრამ ნუთუ ესაა საკმარისი იყო ბედნიერი. ყველა ვინც ჩემს გვერდითაა ფარისეველია,მხოლოდ იმიტომ არიან ჩემთან რომ კიმ აერა ვარ თვით კიმ დონგ ჰიუნის ქალიშვილი ერთადერთი კიმების მემკვიდრე, სწორედ ესააა ჩემი ტანჯვის მთავარი მიზეზი.

მამაჩემი? მამაჩემი უბრალოდ ნაბი*ვარია! დიახ არ მოგესმათ ნაბი*ვარი! ის არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩემით არასდროს უკითხავს თუ როგორ ვიყავი, მისი მთავარი საზრუნავი ფულია, ბიძური ფული რომელსაც არაკანონიერად შოულობს. ნარკოტიკი, ჰეროინი იარაღი ყველაფერი რაც უკანონოა მისთვის მთავარი სიცოცხლის წყაროა. ის ამ ყველაფერზე უბრალოდ დამოკიდებულია. გული მერევა როცა მახსენდება რომ ამ ბინძური ფულით მიწევს ვიცხოვრო და მიწევს დავემორჩილო ამ სატანას რომელსაც ჩემი ცხოვრების მართვის უფლება აქვს.

დედა? ის საუკეთესო იყო რაც გამაჩნდა, მენატრება იმდენად რომ ვერ ვუმკვლავდები ამ მონატრებას. 15 წლის ვიყავი როცა მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ის რომ ყოფილიყო ალბათ ასე არ გამიჭირდებოდა ცხოვრება თუმცა, არ ვნებდები სწორედ მის გამო არ ვნებდები! იცით ყველაზე მეტად რატომ მეზიზღება ''მამა'' როცა დედა გარდაიცვალა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხებზე ეკიდა ცრემლიც კი არ ჩასდგომია იმ ბნელ სატანურ თვალებში, ალბათ მაშინაც კი იმ წყეულ ნარკოტიკებზე და ფულზე ფიქრობდა.
დედა კი იმ დროს გაყინული იწვა საწოლზე, იცით როგორ უყვარდა ეს ნაბი*ვარი? სიცოცხლეზე მეტადაც კი. ყოველთვის ცდილობდა მის გვერდზე ყოფილიყო როცა უჭირდა, და მაშინ როცა ის გარდაიცვალა და მისი სხეული გაყინული ესვენა საწოლზე მას არც კი ადარდებდა. ასეთი გულქვა როგორ შეუძლია იყოს.
დედაჩემის ბოლო სიტყვებიც კი მას ეკუთვნოდა. მის წრფელ სიყვარულს ბოლოჯერ უზიარებდა, ეუბნებოდა რომ უყვარდა და ყოველთვის ეყვარებოდა და რომ ჩემს თავს მის ერთადერთ ნაწილს მას აბარებდა. მას მაშინაც კი ჰქონდა იმედი რომ მის ქმარსაც ისევე ძლიერ უყვარდა ცოლ-შვილი როგორც დედას ჩვენ.

იძულებული🔞  (FORCED)🔞Where stories live. Discover now