Two years later
აერამ საბოლოოდ შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება, ჩამოშორდა ყველაფერს რაც მას ცუდ მოგონებებთან აკავშირებდა, ცხოვრება ახლა ამერიკაში გააგრძელა მუშაობა ერთ-ერთ მსხვილ არქიტექტურულ კომპანიში დაიწყო და მალევე ამ კომპანიის მეწილე გახდა.
მან შეძლო და შეცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ, ის ახლა ჩამოყალიბებული და შემდგარი ქალია რომელსაც ყველაფრის ძალა შესწევს, მან საკუთარი ცხოვრება არამედ მისი სახელით და დიდებით არამედ მისი შრომით ააწყო.ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, ყველა მის დროს სამსახურში ატარებდა, პირად ცხოვრებას კი ყურადღებას საეთოდ არ უთმობდა. არ ცდილობდა რომ საკუთარი თავისთვის კიდევ მიეცა შანსი ყოფილიყო ბედნიერი, კიდევ შეყვარებოდა ვინმე, მან ერთხელ დაუშვა ეს და მწარედ ინანა, მისი გული დაამსხვირეს და გაანადგურეს ამიტომაც აღარ აპირებდა ეს ისევ დაეშვა.
ერთ ჩეულებრივ არაფრით გამორჩეულ დღეს გოგო კვლავ წავიდა სამსახურში, შესვლისთანავე კაბინეტის წინ მისი თანაშემწე შეხვდა.
-ეითენ აქ რას აკეთებ?
-მის კიმ, სათათბირო ოთახში ბატონი ლეონი გელოდებათ, გადმოცა რომ სასწრაფოა.
გოგომ მდივანთან ლაპარაკს მორჩა თუ არა სათათბირო ოთახისკენ წავიდა.
-ლეონ, ხომ ყველაფერი რიგზეა ასეთი გადაუდებელი რა მოხდა რომ დილიდან მთელი კომპანია ერთად შეკრიბე
-აერა, ერთ-ერთი მსხვილი კორეული კომპანიიდან შემოთავაზება მივიღეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ უნდა დავთანხმდეთ რადგან ეს საქმე მეტად სარფიანი ჩანს როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის, პასუხს ხვალ საღამოს ელოდებიან და თანხმობის შემთხვევაში საჭიროა ჩვენი კომპანიიდან ვინმე ჩავიდეს წარმომადგენლის სახით
-ერთი წუთით ვერაფერი გავიგე რა კომპნიაა, ვინ არის მთავარი წარმომადგენელი მათი მხრიდან?
أنت تقرأ
იძულებული🔞 (FORCED)🔞
رعب📌კიმ აერა ერთი ჩვეულებრივი გოგონაა რომელსაც სურს იცხოვროს მშვიდად, თუმცა მისი მთავარი პრობლემა ისაა რომ ის ერთადერთი კიმების მემკვიდრეა.🔞🔞🔞