აერა და ჯონქუქი დღითიდღე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მამაკაცი გოგოს მიმართ ახლა ღიად ხატავდა გრძნობებს. სითბოს თუ ყურადღებაც რომლებიც აერას ამ ხნის მანძილზე აკლდა როგორც იქნა იგრძნო. თითქოს მათ ერთმანეთი იპოვეს, იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს რომ აერა ჯონქუქის არყოფნის დროს თავს ცარიელად და მარტოსულად გრძნობდა.
ახლა ისინი სიყვარულით არიან სავსე მათი თვალები მუდმივად ერთმანეთს ეძებენ, ტკბებოდნენ ერთად გატარებული დროით სანამ მათ ცხოვრებაში კვლავ არ შემოიჭრა ვიღაც. მათი მთავარი პრობლემა ახლა ჯეონ მინჰო იყო, ის უყურებდა მის შვილს და გრძნობდა რომ საქმე მეტად გაუარესდა აერამ ჯონქუქი სრულებით შეცვალა რაც მინჰოსთვის დიდად სასიხარულო ამბავი არ აღმოჩნდა.
-ჯონქუქ შენთან სალაპარაკო მაქვს ახლავე!
ჯონქუქმა თვალები გადაატრიალა და მამამისს კაბინეტში წაყვა.
-ვხედავ ჩვენს საუბარს შედეგი არ გამოუღია, რაზე ფიქრობ ჯონქუქ? როდის აპირებ ამის მოგვარებას?
-და ვინ თქვა რომ თანახმა ვიყავი შენს წინადადებაზე? მგონი გასაგებად გითხარი რომ აერა ჩემი ცოლია და არ ვაპირებ მასთან დაშორებას
-შენც კარგად იცი რომ ეგ გოგო გასართობათ მოიყვანე რა ცოლობაზე საუბრობ?
-არაფრის შეხსენებაა საჭირო ყველაფერი კარგად მახსოვს!
-ჯონქუქ ბევრ ლაპარაკს არ დავიწებ აიღე ის დოკუმენტები რომელიც მე მოგეცი და აერას დაშორდი, არ მაიძულო რომ მე ჩავერიო ამ საქმეში, გაფრთხილებ ჯონქუქ!
- შენ რა მემუქრები?
-როგორც გინდა ისე ჩათვალე!
-და თუ არ გავაკეთებ რას იზამ? ამ სახლიდან გამაგდებ და მემკვიდრეობას ჩამომართვე?
ცინიკურად უთხრა ჯონქუქმა და მისი ბნელი თვალები კვლავ მამამისს მიაბყრო
-უარესი! წარმოდგენაც არ გაქვს რაზე ვარ წამსვლელი! მაგ შენ ქალს ისე გავაქრობ დედამიწიდან რომ მის კვალსაც კი ვერავინ მიაგნებს, ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ!
ВЫ ЧИТАЕТЕ
იძულებული🔞 (FORCED)🔞
Ужасы📌კიმ აერა ერთი ჩვეულებრივი გოგონაა რომელსაც სურს იცხოვროს მშვიდად, თუმცა მისი მთავარი პრობლემა ისაა რომ ის ერთადერთი კიმების მემკვიდრეა.🔞🔞🔞