XIX

1.4K 85 23
                                    

დღეები გადიოდა ხოლო ამ ორ წყვილს შორის ვნება არ ნელდებოდა პირიქით იმის სურვილი რომ ერთმანეთს შეხებოდნენ იმდენად დიდი იყო რომ თავის შეკავებას ძალდატანებით თუ ახერხებდნენ.
მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც ჯონქუქმა აერას გაუკეთა გოგოს მის მიმართ გრძნობები კვლავ ჰქონდა, უნდოდა რომ შეზიზღებოდა რომ მისი სახის დანახვისას არა სიყვარული არამედ ძლიერი სიძულვილი განეცადა თუმცა ამაოდ, ჯონქუქი ხომ გოგოს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი იყო რომელმაც აგრძნობინა თუ რა იყო სიყვარული, ვნება ამიტომ მისთვის ძნელი იყო ასეთი ადამიანის მარტივად დავიწყება.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჰქონდა სურვილი რომ ჯონქუქისთვის მწარედ ეზღვევინა.

____________________________________
ჰოსოკი და ჯონქუქი აერას კაბინეტში იყვნენ და პროექტს განიხილავდნენ. თათბირის დასრულებისთანავე საუბარი ჰოსოკმა დაიწყო

-მინდა რომ ჩვენი თანამშრომლობის აღსანიშნავად პატარა წვეულება მოვაწყოთ ჩვენს კომპანიაში

-მშვენიერი აზრია ჰოსოკ

აერამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა და ჯონქუქს გახედა

-კარგი აზრია არა ჯონქუქ?

ბიჭს არაფერი უპასუხია მკაცრად გახედა გოგოს ცინიკურ სახეს და სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა

-ახლავე შევატყობინებ ჩემს მდივანს და სამზადისს შეუდგება

ჰოსოკმა მისი კუთვნილი ადგილიდან წამოდგა და ოთახი დატოვა, კაბინეტში კი მხოლოდ ჯონქუქი და აერა დარჩნენ. მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა გოგოსთან მივიდა და სახე პირდაპირ მას გაუსწორა

-რის მიღწევას ცდილობ?

ჯეონმა ზედმეტად მკაცრი ტონით წარმოთქვა სიტყვები

-მალე გაიგებ ყველაფერს ჯონქუქ

გოგომ კვლავ ცინიკურად გასცა პასუხი. მამაკაცმა გოგოს სახე ხელში მოიქცია და უთხრა

იძულებული🔞  (FORCED)🔞Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin