#დასაწყისი💙

5.1K 160 10
                                    

როგორც იქნა მშობლებს თავი დავაღწიე. არა იმიტომ, რომ მზღუდავდნენ ან რამე მსგავსი, პირიქით. სახლში ერთი დღე, რომ გამეტარებინა და ნორმალურად გამომეძინა იმაზეც კი გიჟდებოდნენ და არაფრის მაქნისს მეძახდნენ. ამიტომ სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, ისიც გვიან ღამით. დილით კი ადრე უნივერსიტეტში მივდიოდი.
ბოლო კურსზე ვიყავი, 6 ენას ვფლობდი და ვმუშაობდი. თავს ბოლომდე ვიტვირთავდი, რომ სახლში გვიან მივსულიყავი. ძალიან საყვარელი უფროსი მყავს, ჩემზე მხოლოდ 3 წლითაა დიდი. მე 22 წლის ვარ.
უნივერსიტეტი დავამთავრე, ძალიან გახარებული ვიყავი. ამ დროის განმავლობაში ჩემი უფროსი, დავითი მგულშემატკივრობდა და მამხნევებდა. ჩემი მეგობარია და სულ ნერვებს მიშლის, არც მე ვაკლებ სამაგიეროდ.
გამოსაშვებ საღამოზე ჩემთან ერთად იყო, ყველას ჩემი შეყვარებული ეგონა, ჩვენც ვთამაშობდით და ხალხს ვტროლავდით.
მე მია ვარ.
1 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ჩემს მშობლებთან ისეთი ურთიერთობა მქონდა როგორც აი, იმ შორეულ ნათესავებთან წელიწადში ერთხელ, რომ გამოჩნდებიან ხოლმე.
მარტო ვცხოვრობ და არანაირი პრობლემა არ მაქვს. შემოსავალიც ძალიან კარგი მაქვს.
სამსახურის გამო სულ მოგზაურობა და საქმიანი შეხვედრების ჩატარება მიწევდა.
ერთხელაც საქმიან შეხვედრაზე სამხრეთ კორეაში მომიწია წასვლა. მიყვარს ეს ქვეყანა, თავისი კულტურით და ყველაფრით. მაგრამ კ-პოპი უკვე სხვა სამყაროა. ჩემი ფავორიტი ჰანბინია, ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან წავიდა, აიძულეს უფროსწორად. კიდევ სხვებიც, არიან მაგრამ ჰანბინი განსაკუთრებულია.
ინჩონის აეროპორტში ღამით ჩავფრინდი. ტაქსიში ჩავჯექი და სასტუმროში წავედი. ნომერში შევედი თუ არა პირდაპირ საწოლზე გავიშხლართე, ძალიან დავიღალე და მალევე ჩამეძინა.
დილით ზარის ხმამ გამომაფხიზლა. საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე. შემდეგ თავი მოვიწესრიგე, თეთრი პერანგი, შავი ჯინსი და ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. ჩანთა და საბუთები ავიღე და შეხვედრაზე წავედი.
ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ხვალაც მქონდა შეხვედრა       ერთ-ერთი სააგენტოს პრეზიდენტთან და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენთან. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ კაფეში შევედი და ვისაუზმე.
სეულის ქუჩებში დავსეირნობდი, სავაჭრო ცენტრს წავაწყდი, ამიტომ რაღაცების ყიდვა გადავწყვიტე.
მართალია ძირითადად ბომჟივით ვმოძრაობ, 2 ზომით ან მეტით დიდი მაისურებითა და პერანგებით, მაგრამ ხანდახან მომწონს საყვარლად ჩაცმა. წითელი ყვავილებიანი კაბა, შავი სადა კაბა, რომელიც მუხლს ზემოთ იყო და კიდევ ფლანელის დიდი ზომის პერანგი ვიყიდე. წიგნების მაღაზიაში, რომ შევედი თავი სამოთხეში მეგონა. 2 კორეელი ავტორის წიგნი ვიყიდე და იქიდან ძლივს გამოვედი.
სასტუმროში დავბრუნდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. დახეული ჯინსი, დიდი ზომის ჰუდი და ბოტასები ჩავიცვი. კეპი დავიხურე, ფოტოაპარატი ავიღე და სასეირნოდ წავედი.
ძალიან ბევრი ვიბოდიალე, სამაგიეროდ ძალიან კარგი ფოტოები გადავიღე. კაფეში შევედი, ყავა, სენდვიჩი და ნამცხვარი შევუკვეთე. ფანჯარასთან დავჯექი და ხედს გავყურებდი. შეკვეთა მოიტანეს, გემრიელად მივირთვი. გასვლას ვაპირებდი მაგიდასთან ბიჭი, რომ მოვიდა და გამიღიმა.
-გამარჯობა._ინგლისურად მომესალმა.
-გამარჯობა.
-შეიძლება ჩამოვჯდე?_საყვარელი ღიმილით მკითხა. სიმპატიურია, სათვალეებიც უხდება, რომელიც ვიცი, სულ ტყუილად უკეთია.
-კი.
-მე სეჯუნი ვარ,_ღიმილით თქვა და ხელი გამომიწოდა.
-მე მია._მეც გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-სადაური ხარ?
-საქართველოდან ვარ, თუ გსმენია.
-კი, ძალიან ლამაზი ქვეყანაა.
-კი ნამდვილად. ავსტრალიური აქცენტი გაქვს.
-ნახევრად ავსტრალიელი ვარ, დედა კორეელია. კორეაში რამ ჩამოგიყვანა?
-სამსახურმა.
-როდის ბრუნდები უკან?
-2 დღეში.
-სანამ წახვალ არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-არ ვიცი, სამსახურზეა დამოკიდებული.
-ინსტაგრამი გაქვს?
-კი მაქვს.
-შეიძლება დაგამატო?
-კი._ღიმილით ვუთხარი, ინსტაგრამში ჩემი ნიკი ჩავუწერე და ჩემი პროფილი გავუხსენი.
-ასეთ კარგ ფოტოებს ვინ გიღებს?_მკითხა გაკვირვებულმა.
-ჩემი მეგობარი, ფოტოგრაფია._უფრო ჰობია დავითისთვის ფოტოების გადაღება და ექსპერიმენტებს ჩემზე ატარებს. რაც მთავარია კარგად გამოსდის.
-ახლა უნდა წავიდე._გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-თუ გინდა წაგიყვან.
-არ შეწუხდე, ტაქსის გავაჩერებ.
-მაშინ ტაქსიმდე მიგაცილებ._ გამიცინა და კარში პირველი გამატარა.
ბევრი ვისაუბრეთ, ფოტოებიც კი გადამიღო ჩემი ფოტოაპარატით. არც მე ვარ შენს მეგობარზე ნაკლები ფოტოგრაფიო სიცილით მითხრა და ფოტოაპარატი გამომართვა. ცოტახანს კიდევ ვისეირნეთ, შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი და სასტუმროში დავბრუნდი. წყალი გადავივლე და საწოლში ჩავწექი.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, თავი მოვიწესრიგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შავი პერანგი, შავი ჯინსი და ბოტასები ჩავიცვი. შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი, საჭირო ნივთები ავიღე და შეხვედრაზე წავედი.
საკონფერენციო დარბაზში შევედი, თავის დაკვრით ყველას მივესალმე და საქმეს შევუდექი. ბიგჰიტის პრეზიდენტი იყო იქ და სულ რაღაცას მეკითხებოდა. საუბარი დავასრულე, კითხვები დამისვეს, მეც დაწვრილებით ავუხსენი ყველაფერი. შეხვედრა დასრულდა, ნივთებს ვალაგებდი ჩემთან ბატონი ბენგ ში ჰიოკი, რომ მოვიდა. გაკვირვებულმა შევხედე.
-შეიძლება ცოტახნით გაგესაუბროთ?
-კი, რა თქმა უნდა._ღიმილით ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი.
-რამდენი ენა იცი?
-8, მშობლიური ენის ჩათვლით.
-რომელი ენები?
-ესპანური, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, იაპონური, კორეული, არაბული და ქართული.
-შენთვის შემოთავაზება მაქვს.
-გისმენთ.
-მინდა, რომ ჩემს სააგენტოში იმუშაო.
-რას ითვალისწინებს ეგ სამსახური?
-თარჯიმანი იქნები, იმედია იცი იმ კომპანიის შესახებ, რომლის სათავეშიც ვარ._ ეგ ვინ არ იცის.
-დიახ, ვიცი.
-შენ მოგიწევს თარგმნა, ინტერვიუების, ლაივების და ასე შემდეგ.
-ყველა ჯგუფთან?
-BTS და TXT. ასეთი ნიჭიერი ადამიანის გაშვება რთულია, ამიტომ დაფიქრდი და თუ თანახმა იქნები ამ მისამართზე მოდი._თავისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა. გაკვირვებული ვიყავი, ასეთ შემოთავაზებას მართლა არ ველოდი.
-კარგით._თავი დავუკარი და დავემშვიდობე, შეიძლება დროებით.
აუ რა საგონებელში ჩამაგდო ამ კაცმა რაა.
ქუჩაში მივსეირნობდი, ყავის სახლში შევედი, ყავა შევუკვეთე. ბარისტა ბიჭი იყო, ჭიქა გამომიწოდა, რომელზეც გაიღიმე ეწერა და ორი შოკოლადი აქ ყველა ასეთი თავაზიანია?
-გმადლობ, წარმატებული დღე._ღიმილით ვუთხარი და შენობიდან გამოვედი. 
ერთ ასეთ საყვარელ საქციელსაც კი შეუძლია, რომ დღე გაგილამაზოს. ღიმილით მივაბიჯებდი ქუჩებში, გაზაფხულის სუნი ტრიალებდა გარშემო, მალე საკურაც აყვავდება ალბათ, ჩემთვის გავიფიქრე და ხეებს გავხედე, რომელთაც კვირტები უკვე გამოტანილი ჰქონდა. სასტიკად ალერგიული ვარ, მაგრამ მცენარეებიდან მხოლოდ ლილიებზე მაქვს ალერგია. სასტუმროში დავბრუნდი, ცოტახანი დავიძინე, იქნებ ძილში მაინც გადამეწყვიტა რა მექნა. რომ გავიღვიძე უკვე ბნელოდა, ტანსაცმელი ჩავიცვი და სასეირნოდ წავედი. ყურთსასმენები მეკეთა და 5SOS-easier უკრავდა. მდინარე ჰანის სანაპიროზე ჩავედი, გარშემო ბევრი ხალხი იყო. მეგობრები, შეყვარებული წყვილები იყვნენ შეკრებილები და მხიარულად საუბრობდნენ. ჩემთვის ვიყავი ჩაფიქრებული ზარის ხმა, რომ გავიგე. დავითი მირეკავდა, მოდი დავნიძლავდეთ, რომ ამან უკვე იცის შემოთავაზების შესახებ...
-რაო დავით
-ბიგჰიტის პრეზიდენტმა დამირეკა._ ხომ ვთქვი იცის მეთქი.
-არ ვიცი რა ვქნა.
-ვიცი როგორ გიყვარს კორეა და კორეული კულტურა, კორეელ ბიჭებზეც გიჟდები,_ეს ხითხითით თქვა.
-რა გველი ხარ._ სიცილით ვუთხარი.
-სცადე. თუ არ მოგეწონება დაბრუნდები.
-მაგას სერიოზულად ამბობ?
-კი, როგორც მეგობარი ისე გეუბნები. უბრალოდ სცადე, ამით არაფერი დაშავდება.
-იცი, ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ დათუნია.
-ხანდახან? თან დათუნია?_მის სიტყვებზე გამეცინა.
-ნუ ეხლა შენც ხომ იცი, რომ საშიშიც ხარ ხოლმე._ხითხითით ვთქვი.
-ვიღაცას სიცოცხლე მობეზრდა._ ვითომ გაბრაზებულმა თქვა.
-ძალიან ბევრს ხომ არ ტლიკინებ?
-სულაც არა.
-მადლობა დავით.
-რისთვის?
-ასეთი კარგი, რომ ხარ. საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო უფროსი და ადამიანი ხარ.
-ახლა ისე ნუ იზამ, რომ უკან დაგაბრუნო._სიცილით თქვა, რაზეც მეც გამეცინა.
-კარგი, კარგი.
-აბა დროებით.
-დროებით დათუნია._სანამ რამეს იტყოდა გავუთიშე.
ცოტახანს კიდევ ასე ვიჯექი, შემდეგ სასტუმროში წავედი და დავიძინე.
დილით ადრე გამეღვიძა, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და ჩაცმა დავიწყე. არ ვიცოდი რა ჩამეცვა, პირდაპირ ბომჟივით მივსულიყავი თუ გამოპრანჭული.
ბოლოს ჯინსის შარვალი, თეთრი დიდი ზომის მაისური და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი, ფეხზე ბოტასები და ბიგჰიტში წავედი. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და შენობაში შევედი. მისაღებში მჯდომ გოგონას მივესალმე და ვკითხე უფროსი თუ იქ იყო. ალმაცერად შემომხედა, შემდეგ კი მითხრა, რომ მალე მოვიდოდა.
სავარძელში ჩავჯექი და ლოდინი დავიწყე.
ინსტაგრამს ვათვალიერებდი შენობაში, ბენგ ში ჰიოკი და შვიდი ბიჭი, რომ შემოვიდა. BTS შემოვიდა და შემოანათა, ფეხზე წამოვდექი და თავის დაკვრით მივესალმე.
-გამარჯობა მია._ღიმილით მომესალმა ბატონი ბენგი.
-გამარჯობა.
- ბიჭებო ცოტახანს საკონფერენციო ოთახში შემოდით და პატარებიც წამოიყვანეთ._პატარები ალბათ TXT იგულისხმა, გავიფიქრე და ჩემზე მოშტერებულ 7 წყვილ თვალს შევხედე. გაკვირვებულები მიყურებდნენ, ხან მზერას მარიდებდნენ.
-წამოდი მია._ ბიჭებს თავი დავუკარი და ბენგ PD-ს გავყევი უკან.
კაბინეტში შევედით, ვისაუბრეთ, ადვოკატს ჩემი ვიზისთვის საბუთების და კონტრაქტის შედგენა დაავალა.
საკონფერენციო დარბაზში წავედით, ბიჭები უკვე იქ იყვნენ. იქაურობას თვალი მოვავლე და ლილიებით სავსე რამდენიმე ვაზა დავინახე. ჯანდაბა, რატომ მაინცდამაინც ლილიები, დედა აწიოკებული ყვევილები. ხველა დამეწყო, უბრალოდ კარი გავაღე და ოთახიდან გავედი. კარგია ალერგიის წამლები სულ თან, რომ დამაქვს. ფანჯარასთან ჩამოვჯექი და წამალი დავლიე, ბენგ PD მოვიდა ჩემთან და განერვიულებულმა შემომხედა.
-კარგად ხარ?
-მე, ლილიებზე მაქვს ალერგია._ ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და წყალი მოვსვი. ჩვენთან თეჰიონი მოვიდა, მას კი ჯიმინი მოჰყვა უკან.
-როგორ ხარ? _მზრუნველი ხმით მკითხა თეჰიონმა.
-ნორმალურად._ღიმილით ვუპასუხე და ისევ დამახველა.
-ჯიმინ წადი ჯეის დაუძახე და უთხარი ალერგიის წამალი წამოიღოს._ჯიმინმა თავი დაუკრა და წავიდა.
V:რაზე გაქვს ალერგია?_მკითხა და გვერდით მომიჯდა.
M: ლილიებზე.
V: მე თეჰიონი ვარ.
M:მე მია._მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
V: სასიამოვნოა შენი გაცნობა.
M: ჩემთვისაც._ღიმილით ვუთხარი.
V: წავალ ლილიებს გამოვიტან იქიდან._თქვა და ფეხზე წამოდგა.
M: გმადლობ._თავი დამიკრა და საყვარლად გაიკრიჭა. ახლა გასაგებია რატომ გიჟდება ნახევარი დედამიწა ამ ბიჭზე.


....
გამარჯობათ. ეს ჩემი პირველი ფანფიკია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ 😍❤️

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now