🔥♥️MJ♥️🔥

1.5K 81 5
                                    

დილით ადრიანად გამეღვიძა, ჯონგუკს ტკბილად ეძინა ისევ.
ლოყაზე ვაკოცე, საწოლიდან ავდექი, მისი პერანგი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.
ყავა და საუზმე მოვამზადე, ჯონგუკის გასაღვიძებლად დავბრუნდი ოთახში.
საწოლზე ჩამოვჯექი და სახეზე მოვეფერე ჩემს საყვარელ ბიჭს, ტუჩებზე ვაკოცე.
M: ჯონგუკ გაიღვიძე,_ლოყაზე მოვეფერე და ვაკოცე.
M: ბაჭია, საუზმე მოვამზადე გაიღვიძე,_კიდევ ვაკოცე, ჩუმად ჩაიღიმა და მივხვდი, რომ ეღვიძა.
M: კარგი, წავალ მე დავლევ ყავას,_ეშმაკურად ვთქვი და ფეხზე ადგომა დავაპირე მაგრამ წამებში ჯონგუკის სხეულის ქვეშ აღმოვჩნდი.
JK: მინდა, რომ ყოველი დღე ასე დაიწყოს,_ღიმილით მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.
M: მგონია, რომ ასეც იქნება,_გავუცინე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი.
JK: ასე არ შეიძლება,_თქვა როცა ფეხზე წამოვდექი და გაკვირვებულმა შევხედე.
JK: ვგიჟდები ჩემი ტანსაცმელი, რომ გაცვია, დღეს არ გაიხადო კარგი?
M: არც კონცერტზე?
JK: არა, გთხოვ..._პატარა ლეკვის თვალებით ამომხედა და ტუჩები გაბუსხა,_ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,
გაიცინა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
სამზარეულოში გავედით, გემრიელად ვისაუზმეთ და სამსახურში წავედით.
გული მიგრძნობდა, რომ საღამოს კონცერტზე ნამდვილი საგიჟეთი იქნებოდა.
ცოტახანს ვიმუშავე, შემდეგ კი ბენგ PD მოვიდა ჩემთან და კონცერტზე ერთად წავედით.
ჩვენ კულისებში ვიყავით სანამ ბიჭები საბოლოო რეპეტიციას გადიოდნენ, ფანებიც უკვე ადგილებს იკავებდნენ.
ვუყურებდი ბიჭები როგორ ერთობოდნენ სცენაზე და ეს ყველაზე მეტად მახარებდა.

რეპეტიცია დამთავრდა და ბიჭები კულისებში დაბრუნდნენ.
H: ჩვენი პატარა დაიკო მოვიდა როგორც იქნა,_ღიმილით თქვა ჰობიმ და ჩამეხუტა.
M: მელოდებოდით?
Jin: რა თქმა უნდა,_გამიცინა და ხელი თავზე გადამისვა.
RM: ეს პერანგი...
JM: მართალი ხარ, მიას ძალიან უხდება,_თვალები დააწვრილა ჯიმინმა და ნამჯუნს ანიშნა, რომ გაჩერებულიყო.
ჯონგუკიც მოვიდა, დამინახა თუ არა გვერდით დამიდგა და მხარზე დამეყრდნო.
ჯიმინი და თეჰიონი თავისთვის ფხუკუნებდნენ ჩუმად ჩვენი შემყურე😂.
PD: ბიჭებო მე და მია ფანებს შევუერთდებით, VIP ზონაში ვიქნებით..._ კარგი უფროსო რაა, ღიმილით თქვა და ჯონგუკს შეხედა, ისე თითქოს იცოდა, რომ შეეწინააღმდეგებოდა😁.
JK: შეიძლება მია აქ დარჩეს?_წარბები შეკრა წამებში.
V: მია აქ იყავი რა..._მხარი აუბა თეჰიონმაც, ბენგ PD-იმ ჩაიცინა და თავი გააქნია.
PD: იქნებ მიას არ უნდა აქედან ყურება..._ახლა ყველამ მე შემომხედა.
M: არა, არა აქ მირჩევნია ყოფნა,_გავუღიმე და ბიჭების მომღიმარ სახეებს შევხედე.
PD: კარგი, მე წავალ მაშინ. წარმატებები ბიჭებო🙏🏻._გაიცინა და წავიდა.
საყვარლად გამიცინა ბაჭიამ და უფრო თავისუფლად დაიწყო მოქცევა.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now