Our hands ✨🔥

2.4K 120 21
                                        

აუცილებლად უყურეთ ვიდეოს, თუ გადარჩებით გააგრძელეთ კითხვა🔞💜

...
მაგიდის გარშემო ვისხედით და ვვახშმობდით, თან ვსაუბრობდით. ბიჭები მიხსნიდნენ, რომელ კერძს რა ერქვა, რომელი იყო ცხარე, რომელს ერია სოკო და ა.შ.
ძალიან საყვარლები იყვნენ ამ დროს, ასეც კი გამოხატავდნენ ყურადღებას, დაიმახსოვრეს რაზე მქონდა ალერგია. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სასიამოვნოა ასეთ ყურადღებას, რომ გრძნობ ადამიანებისგან, მითუმეტეს ეს ადამიანები ასეთი სიმპატიურები თუ არიან. 😁
JM: აქ ზღვის პროდუქტები ურევია._ერთ-ერთ კერძზე მიმანიშნა.
M: მადლობა, ჯიმინ._გავუღიმე, საყვარლად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა.
ვახშამი დამთავრდა, ახლა სახლში უნდა წავსულიყავი.
M: კარგით ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა ამ ვახშმისთვის და ჩემთან ერთად დროის გატარებისთვის. მართლა ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად. ახლა კი უნდა დაგტოვოთ.
Hobi: ჩვენ წაგიყვანთ._გამიღიმა.
M: მადლობა, მაგრამ აღარ შეგაწუხებთ._ღიმილით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
ტყავის ქურთუკი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ზარის ხმა მომესმა, ჩემს მობილურს დავხედე, სადაც დავითის ფოტო იყო გამოჭიმული.
M: კარგით, ნახვამდის ბიჭებო._ვუთხარი და ტელეფონს ვუპასუხე.
M: დათუჩ, რა ხდება?_ღიმილით ვთქვი და გაბრაზებული დავითის პასუხს დაველოდე.
D: მომენატრე იდიოტო.
M: მეც მომენატრე იდიოტო.
რესტორნიდან გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი, თან დავითს ველაპარაკებოდი.
ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მეწუწუნა კიდეც უშენოდ მოვიწყინეო და ა.შ.
საუბარს, რომ მოვრჩით წყალი გადავივლე, ყავა გავიკეთე და აივანზე სავარძელში ჩავჯექი. თვალწინ სულ ჯონგუკის თვალები მედგა, მგონი ვგიჟდები🤦🏻‍♀️.
M: თავი მოთოკე მია, ზედმეტი ფიქრების გარეშე._ჩემ თავს შემოვუძახე.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. ეკრანს დავხედე ვიღაცამ ჯგუფში ჩამაგდო, რომლის სახელიც "ცეცხლოვანი მაკნე ლაინი🔥" იყო.
M: ნეტა ეს, რომელმა ქნა?_სიცილით ვთქვი და შეტყობინება გავხსენი.
V: მე თეჰიონი ვარ._თეჰიონის ნომერს "უცხოპლანეტელი🤠" დავაწერე, ჯიმინისას კი "მოჩი🍡", წარმოგიდგენიათ რა მოხდება, რომ გაიგონ რა სახელები აწერიათ? არა არ წარმოგიდგენიათ, არც მე😂 ქართული არ იციან და რას გაიგებენ.
კიდევ ერთი ჯგუფი შეიქმნა ამ დროს, რომელსაც "ბიგჰიტის მხეცები" ეწერა, ძაან ცუდად ვარ😂. კინაღამ სავარძლიანად ამოვყირავდი.
M: ეს ვინ ქნა?
V: ორივე მე მოვიფიქრე.
M: კი, აშკარად ეტყობა შენი ხელი😁.
SG: დამაძინეთ._"შაქროთ🐈" ჩავიწერე ტელეფონში, ისე კი უხდება.
M: ორი წამი, ნომრებს ვიწერ...
Hobi: ეს მე ვარ ჰობი._"იმედი🦄" ზუსტად შეეფერება.
RM: ნამჯუნი,_ "God of destruction 🐨"
Jin: Worldwide handsome,_ამას დაფიქრებაც კი არ სჭირდებოდა "WWH🌠"
M: მე მია ვარ.
SG: ახლა შეიძლება დავიძინო?
M: მეგონა გეძინა უკვე.
SG: მძინავს😌...
M: ძილინებისა ყველას🤗.
SG: ძილინებისა 😴
ახლა მაკნე ლაინში დაიწყო შეტყობინებების მოსვლა.
V: როგორ მიხვედი სახლში?
M: მშვიდად, თქვენ?
V: ჩვენც. მოგწონს შენი ბინა?
M: კი, ოღონდ შოკოლადები არ მაქვს ეხლა, გარეთ გასვლა კი მეზარება.
JM: ტკბილეული გიყვარს?
M: კი, მაგრამ შავი შოკოლადი ყველაფერზე მეტად მიყვარს.
JM: ერთი კარგი ტკბილეულის მაღაზია ვიცი და გეტყვი მისამართს.
M: მადლობა ჯიმინ.
JM: 🤗
M: ახლა უნდა დავიძინო, ძილინებისა ბიჭებო😴
V: ძილინებისა მია😊
აივნის კარი დავკეტე და პირდაპირ საწოლში გავქანდი, სხვათაშორის მალევე ჩამეძინა.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, საწოლიდან ავდექი და ჩაცმა დავიწყე, გამოპრანჭვის ხასიათზე ვიყავი.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now