JK'S POV:
იცით მიას თვალებში რას ვხედავდი როცა მიყურებდა? სიხარულითა და ბედნიერებით სავსე სამყაროს, რომელიც მხოლოდ ჩემი იყო.
არ ვაპირებ ამ საოცარი გოგოს დაკარგვას, სამუდამოდ ჩემთან იქნება.
მთელი დღე ეძინა, წარმოდგენაც კი არ მაქვს როგორ ტკივილს განიცდის ახლა, ჯერ კარგად არ ვიცი რით შეიძლება ამ ტკივილის შემსუბუქება, ნელ-ნელა ვისწავლი აუცილებლად, ჩემი პრინცესასთვის ყველაფერს გავაკეთებ ♥️ახალი ჭორი აგორდა ჩემზე, ეს ხალხი რას მერჩის ვერ ვიგებ. თქვენ გკითხავთ ახლა ზუსტად სექსი მქონდეს თუ არა, ბევრ საზიზღრობას კი წერდნენ, მაგრამ ახლა ჩემთვის მიას აზრი იყო მნიშვნელოვანი.
ვიცოდი, რომ ასეთ სისულელეს არ დაიჯერებდა. მაგრამ მაინც მეგონა, რომ გაბრაზდებოდა.
ჩემთვის ფიქრებში ვიყავი გართული, ვერც კი შევამჩნიე როდის ჩამოვიდა, წინდების ამარა იყო, ხელი ხელზე მომკიდა და მეც უკან გავყევი უკვე ასმაგად დაძაბული.
ახლა იმაზე ვფიქრობდი რას მეტყოდა.
სიტყვებით არა მაგრამ კოცნით მითხრა, რომ ძალიან ეკიდა ვინ რას იტყოდა ჩემზე.
ამ დროს მივხვდი, რომ ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი იყო ვიდრე მეგონა.
ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი "პატარა" საყვარელი გოგო ასე მალე შეძლებდა ჩემი გულის დაპყრობას.BTS'S POV:
ჯონგუკი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა მიას, რომ ეძინა, რამდენჯერმე ოთახშიც კი ავიდა მის სანახავად.
მთელი ამ დროის განმავლობაში რაც მიამ ჩვენთან დაიწყო მუშაობა, ჯონგუკი უფრო გაიზარდა, უფრო დაკაცდა.
ჩვენი მაკნე უკვე დიდი ბიჭია, ცოტას ვეჭვიანობთ კიდეც იმდენ ყურადღებას, რომ აღარ გვაქცევს, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ ურთიერთობას, გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ, რადგან ორივე ძალიან გვიყვარს.დაძაბულები ვიყავით ჯონგუკზე ახალი ჭორები, რომ ააგორეს ჰეითერებმა, ზოგმა არმიმაც დაიჯერა და ამან ყველაზე მეტად დაგვწყვიტა გული.
დაძაბულები ვიყავით და ყველანი ჯონგუკს ვუყურებდით, რომელიც ამ წუთას აქ არ იყო გონებით.
მიამ, რომ წაიყვანა აღარ ვიცოდით უნდა შეგვშინებოდა თუ გაგვხარებოდა.
JM: იმედია მიას ხერხი არ უპოვია...
S: გეყო დრამა ეხლა.
H: ცოტახანში ორივე ყურებამდე ღიმილით ჩამოვა, დამიჯერეთ.
V: მგონი რაღაც გატყდა...
Jin: მოგეჩვენა...
ეს ორი მავნე კაცი უარესად აგიჟებდა ჰიონ ლაინს.
YOU ARE READING
- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️
Fanfictionდასრულებული ♥️ ეს ისტორია არის გოგონაზე, რომელიც ბიგჰიტში დაიწყებს მუშაობას თარჯიმნად😍😍 წინ უამრავი სახალისო და საინტერესო სიტუაცია გელით🤗💜 იქნება 🔞 მომენტებიც 💦🙈 იმედია, ისიამოვნებთ კითხვის დროს😍😍💜