ჰანბინი დაგვიბრუნდა ახალი სიმღერით😁♥️ მოუსმინეთ, ნამდვილად არ ინანებთ ♥️♥️♥️
...
მისაღებში დივანზე ჯიმინს ეძინა, ტელეფონი მოვიმარჯვე და ფოტოები გადავუღე, ყოველთვის საჭიროა.
ბიჭების გაღვიძება გადავწყვიტე, რომელიღაც შოუს გადაღება ჰქონდათ დილით.
პირველი ოთახი რომელთანაც მივედი ჰობის აღმოჩნდა, მალევე გაეღვიძა და სააბაზანოში შევიდა.
შემდეგი ნამჯუნი იყო, ჩემს დანახვაზე შეკრთა, რაზეც სიცილი ამიტყდა.
ჯინს უკვე ეღვიძა კარზე, რომ დავაკაკუნე.
აი შუგას ჯერიც მოვიდა, კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი, საბანში პატარა კნუტივით იყო გახვეული და მშვიდად ეძინა.
M: იუნგი გაიღვიძე,_მხარზე დავადე ხელი და ოდნავ ვუჯიკე 😂.
კიდევ გავიმეორე და ყოველ ჯერზე ტონს ვუწევდი.
ბოლომ გაჭრა, სახე შეჭმუხნა და ცალი თვალი გაახილა.
S: მია?
M: კი მია, ადექი მიდი.
საწოლზე წამოჯდა მე კი თეჰიონის ოთახისკენ გავემართე.
ოთახში, რომ შევედი სიცილი ვერ შევიკავე, ქვედა ტანით საწოლზე იწვა, ზედა ტანით კი ქვემოთ იყო გადმოკიდული და თავი ძირს დაგდებულ ბალიშზე ედო😂😂.
ფოტოები გადავუღე, რაიცი რაში დამჭირდეს, ამას ჰგონია დამავიწყდა შუაღამისას, რომ მომიყვანა აქ.
მისაღებში ჩავედი და ახლა ჯიმინი გავაღვიძე, თვალები როგორც კი გაახილა მაშინვე გამიღიმა და წამოჯდა.
M: მე უნდა წავიდე ეხლა, წარმატებები ♥️_ღიმილით ვუთხარი, ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი მაგრამ ჯონგუკი ამესვეტა წინ. ხელი მომხვია და ჩამეხუტა, ვიღას ახსოვდა ჯიმინი, თავბრუ დამახვია ჯონგუკის სურნელმა.
ღმერთო, როგორ მიყვარს ეს საოცარი ბიჭი♥️
სხეულიდან მომშორდა, ლოყაზე მომეფერა და გამიღიმა, უკან მივბრუნდი, ჯიმინი ისევ დივანზე იჯდა და ტელეფონი ჰქონდა ჩვენკენ მომართული.
ფანივით იქცეცა უკვე, სადაც დაგვინახავს სულ ფოტოებს და ვიდეოებს გვიღებს😁.
დარწმუნებული ვარ კარგი ფოტოები ექნება გადაღებული.
M: უნდა წავიდე, გერმანულში ბოლო გამოცდა მაქვს.
JM: ანუ გერმანულადაც თავისუფლად შეგიძლია უკვე თარგმნა?
M: დიახ.
JM: წარმატებები მია♥️
M: მადლობა ჯიმინში😁_სახე აუჭარხლდა ეს, რომ ვუთხარი, ჯონგუკს კი სიცილი აუტყდა.
JK: ჯობია გავიქცეთ,_ხელი მომკიდა და სწრაფად გავედით სახლიდან. მანქანამდე მიმაცილა წარმატებები მისურვა, კოცნაც უნდოდა მაგრამ ვერ მივართვი😁. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.
წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და გამოცდის საკითხებს გადავავლე თვალი.
ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ჩავაბარებ, ზეპირი გამოცდა უნდა მქონოდა თან.
ბოლოს პატარა თხზულება უნდა დამეწერა გერმანულად.
ყველაფერი დამთავრდა, ახლა ქულის გამოცხადებას ველოდებოდი.
უმაღლესი ქულა ავიღე, გიკვირთ ვინმეს?
ძალიან გახარებული ვიყავი, ამიტომ ჩემი ნივთები ავიღე და გასეირნება გადავწყვიტე.
კორპუსიდან გავედი თუ არა ითანი დავინახე, გზაზე გადავირბინე, მასთან მივედი და ხელი მხარზე დავარტყი. გაკვირვებულმა მოიხედა და მე, რომ დამინახა გამიღიმა.
M: როგორ ხარ?
E: ვნერვიულობ ცოტას, შენ?
M: რაზე ნერვიულობ?
E: ბიგჰიტი სურვივალ შოუს იწყებს, ფინალში გასულებიდან 7 ადამიანი დადებიუტდება._რა სტრესია წარმოიდგინე ეხლა ეს.
M: ნუ ნერვიულობ, შენ საუკეთესო ხარ და ჩემი სახით ერთგული გულშემატკივარი გეყოლება,_ღიმილით ვუთხარი და ზურგზე ხელი დავადე დასამშვიდებლად.
E: მართლა?
M: რა თქმა უნდა, რომ დადებიუტდები ბიგჰიტში შევხვდებით და პირველი ავტოგრაფი ჩემი იქნება,_სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა და მოეშვა.
E: პირობა მომეცი, რომ ბიგჰიტში დამხვდები..._პირობა ჩვენი ნეკა თითებით დავდეთ.
M: არ გინდა სადმე წავიდეთ?
E: საღამოს ატრაქციონებზე წავიდეთ, კარგი?_ვგიჟდები ატრაქციონებზე.
M: წავიდეთ,_გახარებულმა ვუთხარი და ტაში შემოვკარი.
E: ახლა ვოკალის გაკვეთილი მაქვს, კომპანიაში მივდივარ და საღამოს მოგწერ.
M: მანქანით წავიდეთ, მეც წამოვალ კომპანიაში. 2 წუთი დამელოდე,_თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, მე პარკინგზე ჩავედი და უკან ჩემი მანქანით დავბრუნდი. ითანი მანქანაში ჩასკუპდა და კომპანიაში წავედით.
YOU ARE READING
- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️
Hayran Kurguდასრულებული ♥️ ეს ისტორია არის გოგონაზე, რომელიც ბიგჰიტში დაიწყებს მუშაობას თარჯიმნად😍😍 წინ უამრავი სახალისო და საინტერესო სიტუაცია გელით🤗💜 იქნება 🔞 მომენტებიც 💦🙈 იმედია, ისიამოვნებთ კითხვის დროს😍😍💜
