თეჰიონი და ჯიმინი გავიდნენ, ჯონგუკმა როგორც ყოველთვის კარი ჩაკეტა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.
მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავდი, ძლივს იკავებდა თავს, რომ პირდაპირ ბიჭების წინ არ ჩამხუტებოდა და ეკოცნა.
მის აჩქარებულ გულის ცემას ვგრძნობდი, თითქოს მთელი სხეული დამძიმებული ჰქონდა.
JK: რატომ არ მითხარი?_მკითხა ნაღვლიანი სახით და ლოყებზე მომეფერა.
M: პრობლემები შეგექმნებოდა, კარგად ვარ და გთხოვ არ ინერვიულო._გავუღიმე და ტუჩებზე ვაკოცე.
JK: ასეთი მზრუნველი როგორ ხარ?
M: ჩემთვის საყვარელ ადამიანზე ვზრუნავ,_ამ სიტყვებზე გაეღიმა და მთელი სახე დამიკოცნა.
პერანგის საყელო გადამიწია და ყელზე დარჩენილ სილურჯეებს შეხედა.
JK: ძალიან ვბრაზდები, ასეთ დროს შენთან, რომ არ ვიყავი და სახე რომ არ გავაძრე იმ ნაბიჭვარს. ჩემი პრინცესა, რომ ვერ დავიცავი._გაბრაზებული უკვე ზე სექსუალურია ეს ბიჭი. მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე.
M: შენს მაგივრად მე გავაძრე სახე,_ეშმაკურად ვუთხარი, გაიცინა და დატოვილ სილურჯეებზე მაკოცა ყელში.
JK: შენს მეგობართან იყავი?
M: კი, არ ეჭვიანობ ხო?
JK: შეიძლება სულ ცოტა,_ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
M: იქნებ ერთხელ გაგაცნო კიდეც.
JK: სიამოვნებით, ჩემი გოგოს მეგობარს უნდა ვიცნობდე,_თვალი ჩამიკრა და მაკოცა. მართლა ასე თქვა, მაგიჟებს ეს ბიჭი და რა გავაკეთო?!
ჯონგუკი ისევ რეპეტიციაზე წავიდა, მე ჩემს საქმეს შევუდექი. ცოტახანში BTS-ის მენეჯერი მოვიდა და მითხრა, რომ ბიჭებთან ერთად უნდა წავსულიყავი სადღაც. გამიკვირდა, რადგან ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე.
ჩემი ნივთები ავიღე და კაბინეტიდან გავედი, ბიჭები ჩემსკენ მოდიოდნენ.
ჰიონ ლაინმა პირველად ნახა ჩემი გახეთქილი შუბლი და შეწუხებული სახეებით შემომხედეს, კარგია ტვინის შერყევას მაინც, რომ გადავრჩი.
M: მეც თქვენთან ერთად მოვდივარ,_გაკვირვებულებმა შემომხედეს.
H: ეს მგონი პირველად ხდება...
V: კი ნამდვილად.
M: ძალიან მაინტერესებს რა ხდება, ჩემი წამოსვლა, რომ გახდა საჭირო,_ეჭვნარევი მზერით შევხედე.
S: ჩვენც არ ვიცით.
პარკინგზე ჩავედით, ბენგ PD იქ იყო და მენეჯერებს ელაპარაკებოდა.
ჩემ შუბლზე უკვე იცოდა, სამსახურში მისვლისთანავე მოვუყევი ყველაფერი და ისე ინერვიულა, საკუთარ მშობლებს არ უნერვიულიათ ამდენი ჩემზე.
ძალიან მაინტერესებდა სად მივდიოდით, მაგრამ თავის შეკავებას ვახერხებდი თეჰიონისგან და ჯინისგან განსხვავებით.
ბენგ PD-ის გარშემო დადიოდნენ და ერთი და იგივე კითხვას უსვამდნენ. ვაიმე პატარა ბავშვებივით არიან რაა, ამათ შემყურე მეცინებოდა და თავს ვეღარ ვიკავებდი.
ჯონგუკი გვერდით მედგა და დროდადრო ვგრძნობდი მის მწველ მზერას, მეც ზუსტად მაშინ შევხედავდი და მზერას მარიდებდა უცებ, ძალიან საყვარელია😍.
PD: ქალაქგარეთ მივდივართ გადაღებაზე, ამიტომ ჩასხედით ახლა და წავედით.
M: შეიძლება ჩემი მანქანით წამოვიდე?
PD: თუ ასე გირჩევნია, რა თქმა უნდა.
M: კი, ასე მირჩევნია,_თან თეჰიონს და ჯიმინს გავხედე, რომლებიც ძალიან ხმაურობდნენ.
PD: ლოკაციას გამოგიგზავნი,_სიცილით მითხრა, როცა მიხვდა რატომ მინდოდა მარტო წასვლა, ეს ისე ხუმრობით. შორ გზაზე სიარული მარტო მირჩევნია.
JK: შეიძლება მიასთან ერთად წამოვიდე?_ყველამ გაკვირვებული სახე მიაპყრო ჯონგუკს, მათშორის მეც.
V: რატომ?_ეშმაკური სახით იკითხა, ამ მავნემ.
JK: თუ დაიღლება მე დავჯდები საჭესთან, თან თქვენი ნერვები არ მაქვს,_თეჰიონს და ჯიმინს დაეჭყანა, შემდეგ კი მკვლელი მზერით ანიშნა თეჰიონს გაჩუმებულიყო. ღმერთო ახლაც კი როგორი სექსუალურია, ასეთი მკაცრი მზერით. საბოლოოდ გამაგიჟა ამ ბიჭმა, მეტზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ.
PD: შეიძლება ჯონგუკ, ოღონდ დაცვა გამოგყვებათ ყოველი შემთხვევისთვის,_აი ეს იცით როგორი სახით თქვა? აი ადამიანმა ყველაფერი, რომ იცის და ცდილობს არ შეიმჩნიოს, თან ოდნავ ჩაიღიმა კიდეც.
PD: აბა წავედით.
ბიჭები და მენეჯერები მანქანებში გადანაწილდნენ, მე საჭესთან დავჯექი, ჯონგუკი კი გვერდით მომიჯდა. ღვედები შევიკარით და მანქანა დავძარი. კარგია მინები დაბურული, რომ აქვს ჩემს მანქანას, ჯონგუკი თავისუფლად გრძნობდა თავს.
M: რაზე ფიქრობდი ეგ რომ თქვი?_ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე.
JK: შენზე ვფიქრობდი._ღიმილით მითხრა და ხელი ფეხზე დამადო, აი ახლა სულ შიშველი რომც იჯდეს მაინც არ დავიბნევი.
M: საყვარელი ბაჭია ხარ,_გავუღიმე და ისევ გზას გავხედე.
JK: ძალიან ლამაზი ხარ, მითუმეტეს როცა ასეთი კონცენტრირებული ხარ.
M: ვცდილობ, მაგრამ თუ არ მოისვენენ არ გამომივა.
JK: კარგი პრინცესა,_გამიღიმა და მუსიკა ჩართო.
M: ყავაზე გავჩერდეთ კარგი?
JK: კარგი.
ფლეილისტში JESSI-Who that B უკრავდა, საოცარი გოგოა თავისი ვოკალითა და რეპით.
დროდადრო ჯონგუკს გავხედავდი ხოლმე, რომელიც ფოტოებს მიღებდა, თან საყვარლად მიღიმოდა.
ყავაზე გავჩერდით.
M: რამე ხომ არ გინდა?
JK: ყინულიანი ამერიკანო მინდა,_ღიმილით მითხრა და ტუჩებზე მაკოცა სანამ გადავიდოდი, თვალები დავუბრიალე, ჩაიცინა და სავარძელში გასწორდა.
მე ყავის საყიდლად გადავედი, თან ბიჭებს მივწერე რამე ხომ არ უნდოდათ, ცოტათი ჩამოგვრჩნენ.
YOU ARE READING
- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️
Fanfictionდასრულებული ♥️ ეს ისტორია არის გოგონაზე, რომელიც ბიგჰიტში დაიწყებს მუშაობას თარჯიმნად😍😍 წინ უამრავი სახალისო და საინტერესო სიტუაცია გელით🤗💜 იქნება 🔞 მომენტებიც 💦🙈 იმედია, ისიამოვნებთ კითხვის დროს😍😍💜