🔥FOREVER ♾️🔥

1.7K 100 32
                                    

მანქანა დიდი შენობის წინ გააჩერა, საყვარლად გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა. კარი გააღო და ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და გადავედი.
შენობიდან წყნარი მუსიკის ხმა გამოდიოდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

შენობის შესასვლელთან ორი მამაკაცი იდგა, კარი ღიმილით გაგვიღეს და შიგნით შეგვატარეს.

მეორე სართულზე ავედით, ბევრი ხალხი არ იყო. მხოლოდ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული.
ჩვენი მაგიდა გვაჩვენეს და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
გარემო ძალიან მშვიდი იყო, ჯონგუკი ჩემს წინ იჯდა და საყვარელი ღიმილით მიყურებდა.
JK: ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად?
M: გინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ?
JK: მინდა, რომ ყოველ დილით შენს გვერდით გავიღვიძო და შენთან ჩახუტებულმა დავიძინო.
M: ბარგის ჩალაგებაში დამეხმარები,_ეშმაკური ღიმილით ვუთხარი, რაზეც შვებით ამოისუნთქა და გამიღიმა.
JK: მიყვარხარ ჩემო პრინცესა!
M: მიყვარხარ ჩემო ბაჭია❤️!_ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად შემახო თავისი რბილი ტუჩები.

საჭმელი შევუკვეთეთ და სანამ მოიტანდნენ, ვისხედით და ვსაუბრობდით.
JK: შენთვის საჩუქარი მაქვს,_გაიღიმა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და მაგიდაზე დადო.
პატარა წითელი ყუთი იყო, ჯონგუკმა გახსნა და 4 ბეჭედი დავინახე.

გაკვირვებულმა შევხედე, რაზეც გაეცინა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
JK: ეს ჩვენი ბეჭდებია, MJ-ის ინიციალებით.

ყუთიდან თვლებიანი ბეჭედი ამოიღო და საჩვენებელ თითზე გამიკეთა.
მე ჯონგუკის ბეჭედი ამოვიღე ყუთიდან და ინიციალებს დავხედე "MJ♾️".

მე ჯონგუკის ბეჭედი ამოვიღე ყუთიდან და ინიციალებს დავხედე "MJ♾️"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now