თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ როცა ჯონგუკი ჩემთანაა, ბედნიერი ვარ როცა მიღიმის და თავის მკლავებში მიქცევს. ვისვენებ სულიერად და ფიზიკურად მთელი ძალით, რომ მიხუტებს გულში.
JK: კარგად ხარ?_ჩურჩულით მკითხა და საფეთქელზე შემახო თავისი რბილი ტუჩები.
M: ახლა კი, ეს ჩახუტება მჭირდებოდა.
JK: მე შენთან ვარ..._შუბლზე მაკოცა.
მოულოდნელად ხელში ამიყვანა, დივანზე დაჯდა და მეც კალთაში ჩამისვა. გაკვირვებული ვუყურებდი და თავს უხერხულად, არა უფრო უცნაურად ვგრძნობდი. წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელები თეძოებზე მომიჭირა და ისევ უკან დამაბრუნა. მთელი სხეული მეწვოდა, უბრალოდ ასეთი სიახლოვითაც კი, თუმცა მეტი რაღა გინდა კალთაში ვეჯექი ჯონგუკს და.
M: ასე ნუ იქცევი,_ძლივს ამოვთქვი გულაჩქარებულმა.
JK: მოქმედებს?_ეშმაკური ღიმილით მკითხა.
M: კი ძალიან._საშინლად მცხელოდა, თითქმის ვიწვოდი.
JK: მაგიჟებ მია..._თვალებში ნაპერწკლები უკრთოდა, როგორი სექსუალურია.
M: მაგიჟებ ჯონგუკ._თავისი ლამაზი თითები კისერზე დამადო და მისკენ დამხარა. ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო, სულ რაღაც მილიმეტრები გვაშორებდა.
თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ასეთ დროს მინდება, რომ უფრო მეტად ვაწვალო. მავნებელი მია იღვიძებს ამ დროს ჩემში. უფრო მოხერხებულად მოვთავსდი ჯონგუკის ბარძაყებზე, მაშინვე შეეცვალა სახე და დივნის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო. წელზე ხელი მომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა, მთელი სხეულით ვეკროდი ზედ და ამ ყველაფერს ორივე ჭკუიდან გადავყავდით.
M: იმდენს ნუ იზამ, რომ ვერ ივარჯიშო..._ეშმაკურად გავუცინე.
JK: მე თუ ვერ ვივარჯიშებ, შენ ვერ იმუშავებ._წარბები აათამაშა. ორი ერთნაირი მავნებელი, რომ გადაეყრება ერთმანეთს სხვა თემაა უკვე.
JK: უბრალოდ ცუდია აქ, რომ ვართ ახლა.
M: ასეა._ლოყები დავუკოცნე და ფეხზე წამოვდექი.
JK: არ მინდა ვარჯიში,_საყვარლად გაბუსხა ტუჩები და დივნიდან წამოდგა.
M: ნუ ხარ ასეთი საყვარელი,_ღიმილით ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე.
JK: ჩემი ბრალი არ არის, ასეთი დავიბადე._ამაყი სახით მითხრა და გაიცინა.
M: ეგ ჯინმა გასწავლა ხო?_თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და გაიცინა.
JK: შენც წამოდი და მიყურე როგორ ვვარჯიშობ..._რაც იცის იცის, მაცდური ბიჭი.
M: მაცდური შემოთავაზებაა და უარს ვერ გეტყვი,_გავუღიმე და საჭირო ნივთები ავიღე.
JK: გიხდება ბეჭდები,_გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
M: ალბათ შენ, რომ შეარჩიე იმიტომ.
JK: ვგიჟდები როცა ასე მელაპარაკები...
M: მე კი მომწონს, რომ გიჟდები._ხელი გულზე დამადებინა.
JK: ეს შენი ბრალია,_ხელის გულით ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას.
ნეტავ იცოდეთ როგორ მიხაროდა ამ აჩქარებული გულის მიზეზი მე, რომ ვიყავი.
M: შეიძლება ფოტო გადავიღო?
თავი დამიქნია და გამიღიმა, მეც მობილური ჯიბიდან ამოვიღე და ჩვენს ხელებს გადავუღე ფოტო.
YOU ARE READING
- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️
Fanfictionდასრულებული ♥️ ეს ისტორია არის გოგონაზე, რომელიც ბიგჰიტში დაიწყებს მუშაობას თარჯიმნად😍😍 წინ უამრავი სახალისო და საინტერესო სიტუაცია გელით🤗💜 იქნება 🔞 მომენტებიც 💦🙈 იმედია, ისიამოვნებთ კითხვის დროს😍😍💜