Mine💥♥️

1.7K 86 7
                                    

სახლში წავედი, სპორტული შარვალი, ჰუდი და ბოტასები ჩავიცვი.
ცოტახანში ოლივერმა დამირეკა, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.
ერთმანეთს პარკში შევხვდით, ცოტახანი ვისეირნეთ, შემდეგ კი სტადიონზე წავედით ფრენბურთის სათამაშოდ. ბიჭები იქ იყვნენ, მათ შორის ითანიც, რომ დამინახა გაიცინა და ჩვენთან მოვიდა.
მე და ოლივერი, რომ წამოვედით ბიჭები იქ დარჩნენ და თამაში გააგრძელეს.
ქუჩაში მივსეირნობდით ისევ ის მზერა, რომ ვიგრძენი. ადგილზე გავშეშდი, ოლივერი გაკვირვებული მიყურებდა და არ იცოდა რა ექნა.
O: რა გჭირს მია?
M: არაფერი.
ძალა მოვიკრიბე და უკან მივბრუნდი. ქუჩაში ხალხი ირეოდა, მაგრამ მაინც მოვკარი თვალი ერთ-ერთ მაღაზიასთან შავებში ჩაცმულ ტიპს, რომელიც პირდაპირ მე მიყურებდა.
O: ყავა ხომ არ დავლიოთ?
M: კარგი აზრია.
კაფეში შევედით, ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ. მართალია ისეთი აუტანელი არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა მაგრამ მაინც არ მევასება და რა გავაკეთო😁.
სეჯუნმა დამირეკა, იმედია გახსოვთ. მართალია არ მომიყოლია მაგრამ რაც კორეაში ვარ, სამჯერ ვიყავით ერთად კლუბში. ძალიან მხიარული და კარგი ბიჭია.
M: რა ხდება?
Sej: იცი ნასვამი ვარ და შეგიძლია მომაკითხო?
M: მანქანით ხარ?
Sej: კი.
M: მისამართი მომწერე და მოვალ.
კარგია სახლში არ მომიწევს წასვლა, მითუმეტეს მაშინ როცა ის ნაგავი ქუჩის მეორე მხარეს დგას და ისევ მიყურებს.
ოლივერს დავემშვიდობე და სეჯუნის მოწერილი მისამართი ვუთხარი ტაქსის მძღოლს.
კლუბში ფეხი შევდგი თუ არა, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნმა ცხვირი ამიწვა. კლუბში თუ დავდივარ მხოლოდ საცეკვაოდ.
ხალხს მოვავლე თვალი, სეჯუნი დავინახე, რომელიც სავარძელში იჯდა და აშკარად ძალიან ნასვამი იყო. გზა გავიკვლიე და როგორც იქნა სეჯუნამდე მივაღწიე, რომ დამინახა გამიცინა და ხელი დამიქნია.
M: წავიდეთ?_ღიმილით ვუთხარი და წამოდგომაში დავეხმარე, თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დამიკრა და მხარზე დამეყრდნო.
კლუბიდან გამოვაღწიეთ როგორც იქნა, სეჯუნი მანქანაში ჩავსვი, ღვედი შევუკარი და საჭესთან დავჯექი. მის სახლში მივედით, საწოლზე დავაწვინე, ფეხსაცმელი გავხადე და საბანი მივაფარე. ტანსაცმლის გამოცვლა მინდოდა, ამიტომ მის გარდერობში შევძვერი, თეთრი დიდი მაისური და შავი სპორტული შარვალი ავიღე.
მისაღებში გავედი, დივანზე წამოვწექი და პლედი მივიფარე.
ტელეფონი ავიღე, ჯონგუკის და ბიჭების შეტყობინებები დამხვდა.
JK: მია სად ხარ?
: მიაა
: შენ ხომ დამპირდი, რომ თავს არ დაიტვირთავდი...
: მია, ვნერვიულობ შენზე
: სად ხარ ჩემო პრინცესა?
M: ჩემო ბაჭია, ბევრი არ მითამაშია. ნუ ნერვიულობ ჯონგუკ♥️
JK: ცოტა გვიან მოვალ შენთან..._არაა, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ ვეტყვი, რომ ვიღაც მითვალთვალებს.
M: არ მოხვიდე, სახლში არ ვარ..._იმედია არასწორად არ გაიგებს ახლა.
JK: რა? აბა სად ხარ?
M: ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ახლა არა.
JK: კარგი პრინცესა, თავს გაუფრთხილდი. რომ გწერ მიპასუხე ხოლმე თორემ შეიძლება გავგიჟდე♥️
M: კარგი, ბაჭია♥️
JK: უბრალოდ მითხარი, რომ იმ ოლივერთან ერთად არ ხარ😓._როგორი საყვარელია, ოლივერის ატანა არ აქვს აშკარად.
M: არა, მეგობართან ერთად ვარ.
JK: ბიჭია ხო?_ ვანგაა, პრინციპში ხედავს, რომ გოგოებთან ვერ ვმეგობრობ და რა გასაკვირია 😂😂
M: კი, უბრალოდ მეგობარია.
JK: ხომ იცი, რომ გენდობი პრინცესა😍♥️
M: მეძინება ბაჭია♥️
JK: ძილინებისა ჩემო პრინცესა მია 👑♥️
M: ძილინებისა ჩემ პრინც ჯონგუკს😁♥️
ტელეფონი ბალიშის ქვეშ დავიდე და დაძინება ვცადე.
დილით მხარზე შეხება, რომ ვიგრძენი შეშინებული წამოვჯექი და ოთახს მოვავლე თვალი, სეჯუნი გაკვირვებული მიყურებდა.
Sej: კარგად ხარ?_მკითხა აღელვებულმა.
M: კი, შემაშინე უბრალოდ._გამიღიმა და ხელი მხარზე დამადო.
Sej: ყველაფერი კარგადაა, მადლობა, რომ მომაკითხე კლუბში.
M: მეგობრები ამისთვის არსებობენ,_გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
Sej: ჩემი ტანსაცმელი გაცვია
M: დიახ,_სიცილით ვუთხარი და წარბები ავათამაშე.
ტელეფონი აიღო და ფოტოები გადამიღო. ინსტაგრამის სთორზე დადო, წარწერით " ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ნებართვის გარეშე შეუძლია ჩემს გარდერობში შეძრომა😂"
სთორი ჩემთან გავაზიარე წარწერით: " ზედმეტად ნასვამი იყავი იმისთვის, რომ ნებართვა ამეღო😝"
ენა გამოვუყავი და სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და გამოვედი.
Sej: ვისაუზმოთ და სამსახურში წაგიყვან.
M: კარგი.
ვისაუზმეთ, სეჯუნმა თავისი პერანგი მომცა, ამ ტანსაცმელს მოუხდებაო. თუ ჰგონია, რომ დავუბრუნებ ძალიან ცდება.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now