She's gonna burn me🔥♥️

2.4K 106 15
                                        

JK's POV:
როცა ბენგ PD-მ გვითხრა, რომ მიასთან სახლში შეგვეძლო მისვლა, ცოტაც და სიხარულისგან დავიწყებდი ფრენას.
ძალიან მინდოდა მიას ჩახუტება და მისი სურნელის შეგრძნება. მომენატრა, სიგიჟემდე თან.
დილით საჩუქრების საყიდლად წავედი, არ ვიცოდი რა უნდა მეყიდა, ან მიას რა მოეწონებოდა. ბოლოს ის ვიყიდე რაც მე მომეწონა იმ იმედით, რომ პრინცესა მიასაც მოეწონებოდა.
ყველაფერი ვიყიდე რაც ბიჭებმა დამავალეს და როგორც იქნა მიას სახლამდე მივაღწიე.
მისაღებში მიას, რომ ვერ მოვკარი თვალი მაშინვე ბიჭებს შევხედე, რომლებიც მიყურებდნენ და საეჭვოდ მიღიმოდნენ.
JK: მია სად არის?_ისევ ეს ღიმილი, რა ხდება? რამე არ ვიცი?
V: თმას იშრობს, თავის ოთახშია.
ყველაფერი დავალაგე და მიას ოთახისკენ წავედი, კარი შევაღე და მია დავინახე, რომელიც სახვევს იცვლიდა, იმას აღარ ვამბობ მაისური მკერდამდე, რომ ჰქონდა აწეული და კინაღამ სხვაგან წამიღო. მაგრამ მისი თვალები დავინახე თუ არა, ყველაფერი დამავიწყდა. თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და საყვარლად გამიღიმა. ღმერთო როგორ მომენატრა, გავუღიმე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. როგორც კი მოშიშვლებულ წელზე შევეხე, ვიგრძენი როგორ დააყარა ტაომ, ვგიჟდები ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია, რომ აქვს. თვითონაც გამოსცადა ჩემი რეაქციები შეხებაზე, ვეცადე თავი არ გამეყიდა მაგრამ არ გამომივიდა. (😁)
სახვევის შეცვლაში დავეხმარე, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე და მუცელზე ნაზად შევახე ტუჩები, მარტო მიაზე კი არა, ჩემზეც მოქმედებდა ეს ყველაფერი, თან ძალიან.
აი ყელზე, რომ მაკოცა თითქოს ცეცხლი წამეკიდა მთელ სხეულზე. ეს გოგო ნელ-ნელა მწვავს, მაგრამ მკიდია მირჩევნია მიამ დამწვას.
(აი, თავგანწირვა მესმის😂😂)
მისაღებში, რომ გავედით ისევ ის საეჭვო ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.
- ყველა ერთად გაგიჟდა? ჩემთვის ჩავილაპარაკე და მიასთვის ნაყიდი საჩუქარი ავიღე და სამზარეულოში შევედი.

MIA's POV:
მისაღებში, რომ გავედით ბიჭები უცნაურად გვიღიმოდნენ, ამას რა გამომაპარებდა. მაგიდა გაწყობილი ჰქონდათ და კიდევ რაღაცებს აკეთებდნენ. სამზარეულოში შევედი, იმდენი პროდუქტი იყო ნაყიდი, ხილის და ბოსტნეულის მთები იდგა.
M: მეტი არაფერი იყო? კიდევ მოგეტანათ,_სამზარეულოდან გავძახე, ამ დროს ჯონგუკი შემოვიდა.
JK: არ ვიცოდი, რომელი ხილი გიყვარს, ამიტომ ყველაფერი ვიყიდე._თავისი ლამაზი დიდი თვალებით გამიცინა.
სალათი გავაკეთეთ მე და ჯონგუკმა, ნაყინის ორ დიდ ყუთს მოვკარი თვალი, აი ეს ზუსტად ისაა რაც მჭირდება.
M: ნაყინი ვინ მოიტანა?
Jin: მე მოვიტანე,_სამზარეულოში შემოვიდა და გამიღიმა.
M: საუკეთესო ხარ._ცერა თითები ვაჩვენე მოწონების ნიშნად, გაიცინა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო. ჯონგუკის სახე უნდა გენახათ როგორ მიყურებდა, ისეთი საყვარელი იყო, ღიმილი ვერ შევიკავე.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now