გაშვილება, პირველი ტრავმა ჩემს ცხოვრებაში.
13 წლის წინ, როცა 4 წლის ვიყავი კორეაში ვცხოვრობდი. მე კორეელი ვარ მაგრამ მშობლების დაღუპვის შემდეგ დეიდასთან მომიწია დარჩენა.
მას 4 შვილი ჰყავდა, 5 ბავშვს ერთად ვერ არჩენდა ამიტომ 4 წლის რომ გავხდი ბავშვთა სახლში ჩამაბარა.
წარმოიდგინეთ რა საშინელი იქნებოდა 4 წლის გოგოსთვის იქ ცხოვრება. ისეთი დრო იყო რომ ბავშვთა სახლის ბავშვებს არცისე კარგად ექცეოდნენ.
გაუსაძლისი იყო ნესტიან ცივ ოთხ კედელში ცხოვრება.ერთხელ ჩემი ტოლი გოგო მოიყვანეს. საშინლად ტიროდა, ამბობდა "დედასთან წამიყვანეთო" . მე მის ყვირილზე უფრო დავსევდიანდი, გული ჩამოფლეთილი მქონდა.
თითქმის ყოველდღიურად მოჰყავდათ პატარები. ძალიან ვწუხდი მათ გამო.
ერთ დღესაც ახალგაზრდა წყვილი მოვიდა. კორეელები არ იყვნენ, არც საერთოდ აზიელებს ჰგავდნენ.
დაგვამწკრივეს, ქალი გვათვალიერებდა. ბოლოს ჩემს წინ გაჩერდა, ჩაიმუხლა და თბილი, ნაზი ხელებით ჩემი ხელები დაიჭირა.
- გამარჯობა პატარავ.-საოცრად ნაზი და თბილი ხმა ჰქონდა.
- გ-გამარჯობა.-ძლივს ამოვთქვი.
- გინდა რომ ჩემთან ერთად წაგიყვანო?
არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ ეს ლამაზი ქალი ისე მომწონდა რომ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
ქალს ისე გაუხარდა რომ გულში ძლიერად ჩამიკრა, თავზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა, ისე როგორც დედა აკეთებდა. ასე მეგონა დედას სული მასში ჩასახლდა.
ქალი საბუთების გასამზადებლად წავიდა, მერე კი ჩემი მომავალი მამა მოვიდა. ის მაღალი, სიმპატიური კაცი იყო.
- გამარჯობა. მე სანდრო მქვია.
- სანდრო? სადაური სახელია?-უცხო სახელმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში.
- ეს ქართული სახელია. მალე წაგიყვანთ იქ. ძალიან მოგეწონება.
გამიხარდა რადგან უხო ქვეყანაში მივემგზავრებოდი. თბილი მშობლები მეყოლებოდა.
მალე გამოვედით პანსიონატიდან. მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
ჩემს ახალ დედას ანა ერქვა. ეს სახელი მართლაც უხდებოდა რადგან თბილი და ტკბილი სახელი იყო, როგორიც თვითონ დედა იყო.
აეროპორტში მივედით, თვითმფრინავში ჩავსხედით. მე გზაში ჩამძინებია.
რომ მივედით ჩემს წინ ულამაზესი გარემო გადაიშალა. ძალიან მომწონდა დედაქალაქი თბილისი. იქაურმა ჰაერმა გამომაცოცხლა.სახლშიც მივედით.
დიდი ლამაზი სახლი იყო, ირგვლივ გემრიელი სურნელი ტრიალებდა. აშკარად რაღაც კარგს ამზადებდნენ.
ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ ქართველები. მომწონდა იქაურობა.ბებიასაც შევხვდი. ის მამას ასლი იყო.
ბებია მარიამი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- რა გქვია?
მე მისი ნათქვამი ვერ გავიგე რადგან ქართული ენა საერთოდ არ ვიცოდი.
ამ დროს დედა მოვიდა და ბებიას უთხრა:- მან ჯერ ქართული არ იცის მაგრამ გადავწყვიტეთ რომ მარია დავარქვათ.
მე ეს სახელი დამარქვეს.
მომწონდა მაგრამ უფრო მერჩივნა ჩემი კორეული სახელი ჯია დაეძახათ ჩემთვის.2 წელი მქონდა დრო რომ ქართული მესწავლა.
მერე კი 6 წლის გავხდებოდი და სკოლაში წავიდოდი.გავიდა 2 წელიც.
სკოლაში მისვლისას კარგად მქონდა ქართული ენა დაუფლებული.
სკოლაში ბევრი მეგობარი შევიძინე.ვსწავლობდი, მიხაროდა ცხოვრება.
მაგრამ 7 წელიწადში მამა გარდაიცვალა.
მშენებლობაზე მუშაობდა და მეცხრე სართულიდან გადავარდა.ამბავზე დედა ლამის გაგიჟდა.
მე მეშვიდე კლასელი ვიყავი, უკვე დიდი გოგო. ამიტომ დედას როგორც შემეძლო ვეხმარებოდი ამ სტრესის გადატანაში.
დედა ჯერ ახალგაზრდა იყო, სულ რაღაც 37 წლის...____________________________________
აბა როგორ მოგწოონთ? ჯერ სადა ხართ. შემდეგში იქნება სასწაულები. 😀
YOU ARE READING
გადამარჩინე
Short Story✔️დასრულებული✔️ უცხოეთში გაშვილებული გოგონა თავის სამშობლოში (კორეაში) ომის გამო ბრუნდება. ომის ტრამვის შედეგად ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს, სადაც მის სიყვარულს შეხვდება... მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს.