12

231 28 4
                                    

Taehyung :

ხელზე ბორკილები დამადეს და მანქანაში ჩამსვეს. ფანჯრიდან ვხედავდი მარიას და მინჰოს ბედნიერ სახეებს, მაგრამ აქედან თავს აუცილებლად დავაღწევ და ამ ორს ჭკუას ვასწავლი.

პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს და დაკითხვის ოთახში დამსვეს.

- ბატონო თეჰიონ, აღიარებთ რომ ძალადობდით პაციენტებზე?- მკითხა ჩემს წინ მჯდომმა პოლიციელმა.

- რა ძალადობაზე საუბრობთ? ასე ზერელედ ბრალის წაყენება არ გამიგია, მაჩვენეთ დამამტკიცებელი საბუთი!

- ვიდეომტკიცებულება გვაქვს!

ერთ - ერთმა პლანშეტი მოიტანა და ვიდეო ჩართო. ყველაფერი იყო გადაღებული მაგრამ საბედნიეროდ ჩემი სახე კარგად არ ჩანდა.

- კარგი, გასაგებია. მაგრამ აქ კაცის სახე კარგად არ ჩანს. იქნებ ვინმეს სხვა არის და მე მაბრალებს?! სასწრაფოდ გავარკვევინებ, ყველა ჩემს პერსონალს დავკითხავ.

- არ არის საჭირო! ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ მანამდე კი დროებით თქვენი დაკავება მოგვიწევს.

რა გაეწყობა, ცოტახანი უნდა ავიტანო აქ ყოფნა მანამდე კი ვინმე უნდა ავარჩიო და ჩემს მაგივრად ის უნდა ჩაჯდეს ციხეში.

- ბატონო ლი, ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს? მინდა ჩემს შეყვარებულს დავურეკო.

ტელეფონი მომცეს და პირველივე რიგში ჯიმინს, იმ პერსონალს დავურეკე რომელიც მარიას გატაცებაში დამეხმარა.

- ჯიმინ, სასწრაფოდ ჩემი დანაშაული საკუთარ თავზე უნდა აიღო და ციხეში უნდა ჩაჯდე!

- რაა?! ბატონო თეჰიონ ეს არ შემიძლია გთხოვთ ვინმე სხვას სთხოვეთ.

- დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს აქ ყოფნა და მერე გირაოთი გამოგიყვან.

- კარგით რა უნდა გავაკეთო?

- ეხლა ფსიქიატრიულში პოლიცია მოვა, ყველას დაკითხავენ და მერე იტყვი რომ დანაშაული შენ ჩაიდინე და აპირებ რომ ჩაბარდე.

გადამარჩინეWhere stories live. Discover now