ვიჯექი ჩემი დანგრეული სახლის წინ და ვტიროდი. ჩემი ძაღლიც ჩემს გვერდით იჯდა და მოწყენილი იყურებოდა.
რატომ მერგო ნეტა ესეთი ბედი?!
დედ-მამა პატარაობისას გარდამეცვალა, გამაშვილეს, მეგობრები და დედინაცვალიც ომს შეეწირა. ნეტა რა მოხდება ამაზე უარესი შემდეგში?!ამ ფიქრებში და ცრემლებში გახვეულს სულ დამავიწყდა რომ ჯარისკაცები იქვე მიცდიდნენ წასაყვანად.
- გოგონა, გთხოვთ რომ წამობრძანდეთ. შეიძლება ნებისმიერ დროს ცეცხლი გაგვიხსნას მტერმა.-მითხრა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
მე არ მინდოდა ჩემი ძაღლის დატოვება. ამ ქვეყნად მხოლოდ ის დამრჩა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
- გთხოვთ, ჩემი ძაღლიც წამოვიდეს.- ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
- ბოდიში მაგრამ არ შეიძლება! გთხოვთ წამოდით!-მტკიცედ მითხრა და ფეხზე წამომაყენა.
ავტობუსისკენ წამიყვანა, ფეხები უკან მრჩებოდა, ჩემი ძაღლი გამომეკიდა. ისე წკმუოდა რომ ამაზე ჯარისკაცს ცრემლები წამოუვიდა.
ავტობუსში ჩავჯექი მაგრამ ვნახე რომ ძაღლი ავტობუსს ჩხაპნიდა.ავტობუსი წავიდა. მგზავრობაში ჩამეძინა.
რომ გამეღვიძა აეროპორტში ავღმოჩნდი. გამიკვირდა, აქ რა მინდოდა.
ყველაფერში რომ გავერკვიე გავიგე რომ, დეიდაჩემს მოუთხოვია ჩემი კორეაში დაბრუნება.
თვითმფრინავით გადაადგილება საშიში იყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
აეროპორტში დეიდაჩემი გამოჩნდა. ძალიან შეცვლილიც არ იყო.
მაშინვე მიცნო და გადამეხვია.- ჯია! როგორ მომენატრე!
- რომ მოგნატრებოდი ან გყვარებოდი არ გამაშვილებდი და ასეთ დღეშიც არ ავღმოჩნდებოდი.
- მაპატიე. წამოდი დრო არ დავკარგოთ.
თვითმფრინავში ჩავსხედით. მგზავრობა დიდიხანი გაგრძელდებოდა და ამიტომ ჩამეძინა.
YOU ARE READING
გადამარჩინე
Short Story✔️დასრულებული✔️ უცხოეთში გაშვილებული გოგონა თავის სამშობლოში (კორეაში) ომის გამო ბრუნდება. ომის ტრამვის შედეგად ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს, სადაც მის სიყვარულს შეხვდება... მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს.