11

234 29 4
                                    

Christopher:

ადრე გამეღვიძა, სადღაც 6 საათი იქნებოდა. იუნას ისევ ჩემზე ჩახუტებულს ეძინა, არ მინდოდა გაღვიძება მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.

- იუნა... გაიღვიძე, ოთახში უნდა დაბრუნდე.

იუნამ თვალები ნელა გაახილა.
- კარგი მაგრამ შეამოწმე თეჰიონი ხომ არ არის სადმე მანდ.

- ნუ გეშინია აქ არ მოვა.

იუნა დიდი სიბრთხილით გავიდა და ოთახში დაბრუნდა.

Maria:

მე და ჩაე საწოლზე ვიჯექით და იუნაზე ვნერვიულობდით. მაგრამ იუნა შემოვიდა და დავწყნარდით.

მარია: იუნა, კარგად ხარ?

ჩაე: წუხელ სად იყავი?

- დაწყნარდით ყველაფერს მოგიყვებით.- წუხელ დასაჯეს დღეს კი ბედნიერი ხმა ჰქონდა.
როცა მოყოლას აპირებდა მაშინ მინჰოც შემოვიდა.

- გოგონებო მგონი ყველაფერი იმაზე უკეთესად წავიდა ვიდრე დავგეგმეთ!

კრისტოფერის მოსვლამდე 20 წუთით ადრე:

მარ: გოგონებო რამე უნდა მოვიფიქროთ და თეჰიონი ციხეში გამოვკეტოთ.

ჩაე: ხო მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ?

მარ: ჩვენგან ერთ-ერთი შემმოწმებელთან ცუდად უნდა მოიქცეს, ან რამე უნდა დააშავოს და თავი სასჯელის ოთახში ამოჰყოს. შემდეგ კი ვინმემ უნდა გადაიღოს ტელეფონით იმ ოთახში რაც მოხდება.

იუნა: მე მოვიქცევი ცუდად!

მარ: ხო მაგრამ იუნა...

იუნა: არავითარი მაგრამ! ვერ მომკლავს, ამიტომ მე ვიქნები ის ვინც ამას გააკეთებს.

ჩაე: ეგ მოგვარდა მაგრამ ვინ უნდა გადაიღოს?

მინჰო: მე დაგეხმარებით. თან ამაღამ მორიგე ვარ.

Maria:

- მინჰო რა მოხდა? ძალიან გახარებული ხარ.

- წუხელ ვუთვალთვალებდი თეჰიონს, სასჯელის ოთახში რომ შევიდა უკვე გადაღებას ვაპირებდი და კრისტოფერი დავინახე. ეს ყველაფერი მან გადაიღო ტელეფონით. მოკლედ ჩემი საქმე მან გააკეთა. მერე კი ვნახე თეჰიონის გამოსვლის შემდეგ ოთახში თვითონ შევიდა.

გადამარჩინეWhere stories live. Discover now