Maria:
მინჰო გავიდა, მე კი უსულო საგანივით ვეგდე საწოლზე და ვტიროდი. ეხლაც ვგრძნობდი თეჰიონის ნაკოცნ ადგილებზე სიმხურვალეს და წვას.
მეზიზღებოდა ჩემი ცხოვრება.
მე ვინც მიყვარს მას არ აქვს ჩემთან ურთიერთობის უფლება, ამას ვინც უკრძალავს ის კი უპრობლემოდ მკოცნის და მეფერება მინდა თუ არა.
გულში საკურთარ თავთან ლაპარაკით და ტირილით გადავათენე.7 საათზე ოთახის კარი ისევ მინჰომ შემოაღო. მე კარისკენ ზურგით ვიყავი მიბრუნებული.
ვგრძნობდი მისი ნაბიჯების ხმას, მოვიდა და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.- არ გეძინა?
- როგორ დავიძინებდი?!
- მაპატიე, არაფრის გაკეთება შემეძლო...
- მას თუ აქვს პაციენტებზე ძალადობის უფლება ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მშვიდი და საყვარელი წყვილი ვიყოთ?- ხმა გამიტყდა და ტირილი დავიწყე.
უცებ მინჰო ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:- მინდა ჩაგეხუტო მაგრამ აქ კამერებია.
დამბურძგლა, ძალიან გამიკვირდა მისი ნათქვამი. ის ყოველთვის თავშეკავებული იყო და ახლა რა დაემართა?
ვიღაცისგან მესიჯი მიიღო და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
მესიჯი იეჯისაგან იყო რომელიც მიმღების განყოფილებაში დღეს მორიგე იყო:
- მინჰო სასწრაფოდ დირექტორი გიბარებს.Minho:
რაღა უნდა?! რამე საყვედური უნდა მითხრას, ან წუხელ მარია რომ ოთახიდან გავიყვანე იმაზე მეჩხუბება.
მოკლედ მივედი კაბინეტამდე და კარზე დავაკაკუნე.- შემოდი!-თქვა თავისი ბოხი ხმით. მეც შევედი და მის წინ დავდექი. თვითონ რაღაცას წერდა.
- რატომ დამიბარეთ ბატონო თეჰიონ?
- აქ 3 კვირაა რაც მუშაობ, იმედი მაქვს არ გინდა ესე მალე დატოვო აქაურობა, ხომ ასეა?!
YOU ARE READING
გადამარჩინე
Short Story✔️დასრულებული✔️ უცხოეთში გაშვილებული გოგონა თავის სამშობლოში (კორეაში) ომის გამო ბრუნდება. ომის ტრამვის შედეგად ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს, სადაც მის სიყვარულს შეხვდება... მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს.