ოთახში ვერ მოვითმინე და მისაღებში გავვარდი სადაც დეიდაჩემი და მისი ქმარი საუბრობდნენ.
- არ მინდა გიჟებთან ცხოვრება!-დავუყვირე მათ, რაზეც გაბრაზდნენ.
- აბა როდემდე ვითმინოთ შენი საქციელები?! მალე მოვლნენ და წაგიყვანენ!-მითხრა დეიდამ რაზეც საშინლად გავბრაზდი. ოთახში შევვარდი და კარები მაგრად ჩავკეტე. მაგრამ მაინც მეშინოდა რომ კარი შემოემტვრიათ, ამიტომ კარს ტუმბო მივადგი.
ნახევარი საათი ეჯაჯგურებოდნენ კარს და ამასობაში ფსიქიატრიულის პერსონალიც მოვიდა.
- მარია, გთხოვთ გამოხვიდეთ. არაფერს დაგიშავებთ.-მითხრა ერთმა ბიჭმა ნაზი ხმით.
- არა! არ მინდა! არ გამოვალ!
- უბრალოდ ცოტახანი ჩვენთან უნდა იყოთ. შემდეგ სახლში დაგაბრუნებთ.
- მე გიჟი არ ვარ! მეშინია! - ცრემლები წამომივიდა.
ვიცოდი რომ აღარაფერი მეშველებოდა, ტუმბო გავწიე და კარი გავაღე. ჩემს წინ ორი თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი იდგა. ერთი ბიჭი იყო მეორე შუახნის ქალი.გიჟების მოსაცმელი თუ რაღაც მსგავსი ჩამაცვეს და მანქანაში ჩამსვეს. წასვლამდე დეიდაჩემს ზიზღის თვალით გავხედე, მას კი უხაროდა თავიდან რომ ისევ მომიშორა.
დამამშვიდებელი გამიკეთეს და ჩამეძინა.
რომ გავიღვიძე თეთრ, პატარა ოთახში საწოლზე ვიწექი.
საწოლიდან ბრთხილად წამოვდექი, თეთრი ტანსაცმელი მეცვა.უცებ ოთახში ის ბიჭი შემოვიდა რომელიც სახლში იყო მოსული.
ძალიან ლამაზი იყო, საშუალო სიმაღლის.- კარგად ხართ?-ისევ ისეთი ნაზი და ტკბილი ხმით მითხრა.
- კარგად როგორ უნდა ვიყო?! საგიჟეთში გამომკეტეს.-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი.
- 3 წელია რაც ესეთ მდგომარეობაში ხარ და გამოჯანმრთელება არ გინდა?
YOU ARE READING
გადამარჩინე
Short Story✔️დასრულებული✔️ უცხოეთში გაშვილებული გოგონა თავის სამშობლოში (კორეაში) ომის გამო ბრუნდება. ომის ტრამვის შედეგად ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს, სადაც მის სიყვარულს შეხვდება... მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს.