19

180 26 10
                                    

AUTHOR :

სასამართლო პროცესის დღეც დადგა. რათქმაუნდა პროცესზე იუნა და კპისტოფერი მივიდა როგორც მთავარი დაზარალებულები.

მოსამართლე : ბატონო თეჰიონ, თქვენ დაახლოებით 1 თვის წინ აქ ბრძანდებოდით და განვიხილავდით ფსიქიატრიულის პაციენტ-ჯონ იუნაზე ძალადობის თემას. დღეს ამ თემას ისევ განვიხილავთ, ამჯერად ბატონ პაკ ჯიმინთან ერთად რომელმაც როგორც თვითონ ამბობს „დანაშაულის საკუთარ თავზე აღება აიძულეთ". ამას გარდა განვიხილავთ ბატონი კრისტოფერის მკვლელობის ორგანიზებას რომელშიც მთავარი ეჭვმიტანილი თქვენ ბრძანდებით.
ეხლა მოვუსმინოთ ბატონ ჯიმინს რომელიც გაბრალებთ დანაშაულის საკუთარ თავზე აღების იძულებას.

ჯიმინი: დიახ ბატონო მოსამართლევ, თეჰიონი დიდი ხანია პაციენტებზე ძალადობს. ფსიქიატრიულში სპეციალური ოთახში დაუმორჩილებელ პაციენტებს კეტავდა და ისეთ წამალს გვაკეთებინებდა მათზე რომ პაციენტები პარალიზდებოდნენ. შემდეგ ღამით მათთან შედიოდა და საშინელებებს უკეთებდა: აწამებდა, სექსუალურად ძალადობდა და ასე შემდეგ. ზუსტად 1 წლის წინ სასჯელის ოთახში ერთი გოგო შემოაკვდა. მისი გვამი ჩემი ხელებით გამოვიტანე იმ ოთახიდან.

თეჰიონი : იტყუება! არ დაიჯეროთ ბატონო მოსამართლევ! - წამოიყვირა თეჰიონმა.

მოსამართლე: დაწყნარდით თორემ მომიწევს დარბაზიდან გაგაძევოთ! თუ გაქვთ ამ კვლელობის მტკიცებულება ბატონო ჯიმინ?

მარია: რათქმაუნდა გვაქვს!- დარბაზში შემოვიდა მარიაც და მოსამართლეს ტელეფონი გაუწოდა რომელშიც ჩაწერილი იყო ის თუ როგორ ძალადობდა თეჰიონი გარდაცვლილ იაპონელ პაციენტ ქალბატონ ჰირაი აიმზე.

ვიდეოში კარგად ჩანდა თეჰიონის სახე. ყველაფერი იყო გადაღებული- ის თუ როგორ ძალადობდა თეჰიონი გოგონაზე და შემდეგ ცემაში როგორ შემოაკვდა.
ჯიმინს აიმი უყვარდა, ისე როგორც მინჰოს მარია. მაგრამ იმ ღამეს როცა მარია სასჯელის ოთახში მოხვდა მინჰომ გადარჩენა შეძლო, ჯიმინმა კი ვერა.

გადამარჩინეWhere stories live. Discover now