1

199 8 2
                                    

როზეს POV

დღეს ჩემი ახალი სკოლის პირველი დღეა. ძალიან ვნერვიულობ რადგან არ ვიცი როგორ დამხვდებიან, როგორ შემომხედავენ და საერთოდ რა გარემო იქნება იქ. აქაც იქნებიან ისეთი იდიოტები როგორებიც ჩემს ძველ სკოლაში იყვნენ? იმედი მაქვს რომ არა, მათ ცხოვრება უბრალოდ დამიმახინჯეს. ოხ ეს არა სასურველი ფიქრებიიი! ჩემი ოთახიდან გამოვდივარ და მამას ვესალმები.

- დილამშვიდობისა მამა

- დილამშვიდობისა საყვარელო. მიდი შენი ძმა გააღვიძე, საუზმე მზადაა.

- ვირო, ადექი, დაგვაგვიანდება.

- ხო მაცადე რააა

- ადექი მეთქი!

- ხო, ხო ვდგები

მაგიდასთან მივედი და მოვკალათდი. ჩემი ძმაც მალევე გამოდის თავის ოთახიდან თვალების ფშვნეტით.

- კარგი წასვლის დროა ბავშვებო

თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.

- მოვედით, წესიერად მოიქეცით.

- კარგი მამა, ნახვამდის.

სკოლის ეზოში ბევრი მომაჩერდა. ბევრიც ამბობდა რომ ძალიან ლამაზი ვარ. ბევრი ჩურჩულებდა. მე სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. სკოლაში ფეხი შევდგი და შემომეგება შუახნის კაცი.

- გამარჯობა როზე, გელოდებოდი.

- გამარჯობა - ვუთხარი და თავაზიანად დავუკარი თავი.

- წამომყევი.

გავყევი და ცოტა ხანში თავი ამოვყავი კეთილმოწყობილ ოთახში, ალბათ მისი კაბინეტია. იქ ასევე სიმპათიური ბიჭი დამხვდა მკაცრი გამომეტყველებით.

- დაბრძანდი. - მითხრა და მის წინ მდგარი სკამისკენ მიმითითა.

- ასე, ასე. როზე 17 წლის. ხო ეს ჩემი ვაჟი ჯიმინია. ის დაგეხმარება სკოლის გაცნობაში. ახლა შეგიძლია გაჰყვე.

The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now