10

103 6 3
                                    

ჯიმინის POV

ძალიან გაბრაზებული და განერვიულებული ვიყავი ჯივუს გამო... რატომ არ შეუძლია უბრალოდ თავი დამანებოს და მაცადოს ცხოვრება.

- როზე აქ ხარ? - გოგონების საპირფარეშოსთან მივედი და დავაკაკუნე.

- კი, გამოვალ ეხლავე.

საპირფარეშოდან როზე მალევე გამოვიდა ჯივუსთან ერთად, რომელსაც ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, ალბათ იტირა.

ამ ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა გაკვეთილი რომელიც ახლახანს დაწყებულიყო.

- ჯიმინ. - გამომაფხიზლა როზემ.

- გისმენ.

- მათემატიკა გვაქვს.

- უი, სულ ამომივარდა თავიდან. წავიდეთ დროზე.

როზეს POV
ისევ ეს მოსაწყენი დღეები. ყველა დღე თითქოს და ერთმანეთს ჰგავს, ერთნაირია, მაგრამ როგორც კი ჯიმინი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს და რაღაც შეიცვალა, უკეთესობისკენ და მჯერა რომ უფრო მეტს უნდა მოველოდო.
ჯივუ უკეთესად გრძნობს ამ დღეებში თავს, ნუ ცდილობს რომ უკეთესად იყოს და გამოიყურებოდეს მაგრამ ვამჩნევ რომ კარგად არ არის და სჭირდება ადამიანი რომელიც გვერდში ამოუდგება და გაამხნევებს მის რთულ პერიოდში. დავუახლოვდი და მივხვდი, რომ ის ისეთი არ არის როგორადაც თავს ასაღებდა აქამდე, სულაც არ არის საზიზღარი ადამიანი როგორი შთაბეჭდილებაც მქონდა, ძალიან საყვარელი და გამგები ადამიანია.
რაც შეეხება ადალინს და ჯონგუკს ისინი ამ დროის განმავლობაში უფრო და უფრო ახლოვდებიან და ეჩვევიან ერთმანეთს. მგონია რომ ერთმანეთი იპოვეს, იდეალური წყვილი არიან.
და ახლა ნება მომეცით მოგიყვეთ «იმ» დღეზე.

Flashback
მე და ჯიმინი სკოლიდან ვბრუნდებოდით დაღლილები. გამოცდების დღეებია ამიტომ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და ძალიანაც ვიღლებით.
- გინდა რამე გიყიდო? მოგშივდებოდა. - მკითხა ჯიმინმა და ხელი გადამხვია.

- არა, მადლობა, სახლში შევჭამ.

- დარწმუნებული ხარ? აქვეა საცხობი.

- კი არ გინდა, წამოდი. - ხელზე ვექაჩებოდი.

- კარგი მოვდივარ. - გაიცინა და წინ გამიძღვა.

გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ სანამ ჩემს სახლს არ მივადექით.

- არ შემოხვალ?

- არა, არ მინდა შეგაწუხოთ.

- აუ არა, არ შეგვაწუხებ, პირიქით, შემოდი რა ცოტა ხანიიი. - ვეხვეწებოდი და ყველაზე საწყალი თვალებით ვუყურებდი რაც კი ოდესმე გამომიყენებია.

- ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ თორემ უარს ვერ გეტყვი...

- გთოოოოვ, შემოდიი.

- კარგი, კარგი. ოღონდ ცოტა ხანი. - თქვა და თავზე გადამისვა ხელი.

სახლში შევედით და კარებშივე დაგვხვდა მამა რომელიც მოგვესალმა და საჭმელად მიგვიწვია.
ბევრი ვისაუბრეთ და ბევრიც ვჭამეთ. ერთად მეცადინეობაც მოვასწარით მე და ჯიმინმა, მაგრამ ჯიმინი უნდა წასულიყო.

გარეთ გამოვაცილე და დავემშვიდობე.

- ნახვამდისს. - ვუთხარი და ხელი დავუქნიე.

- კარგად, ხვალ გნახავ.

- აუცილებლად. - გავიღიმე, მანაც გამიღიმა და წასვლა დააპირა, როცა შემოტრიალდა და ჩემს წინ დადგა.

- რა მოხდა? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- იცი... - აღარაფერი აღარ უთქვამს და მაკოცა, მაკოცა ისე როგორც მოწყურებული წყალს დაეწაფება. - მიყვარხარ როზე.

დასასრული

🎉 You've finished reading The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული) 🎉
The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now