გათენდა შაბათი დილა. დღეს დიდი დღეა. არც ერთმა არ იცის რამხელა ამბებს ვხლართავ.
- ძროხა, შენი დაქალი მოვიდა.
- ხმა ჩაიწყვიტე ჰაჯუნ, ნუ მიშხამავ ყოველ დილით ნერვებს.
ოთახიდან ზანტად გამოვდივარ და მკვლელი სახით გავხედე ჩემს ძმას რომელიც დამეჯღანა და ჩემთან ერთად ბუზღუნით ჩამოვიდა პირველ სართულზე.
- ადალინნნნნნნნ
- როზზზზზ
- ღმერთო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე!!!
- მეც ძალიან მომენატრეე. - ერთმანეთს გადავეხვიეთ და კომფორტულად მოვკალათდით სავარძელში.
- იცი, ცოტა გეგმები შეიცვალა და მინდა დღეს ჩემი მეგობრებიც გაგაცნო, ჩვენთან ერთად წამოვლენ.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და მალე ჯონგუკის შეტყობინებაც მივიღე:- მე და ჯიმინი მალე შენს სახლთან ვიქნებით! გარეთ დაგვხვდი.
ადალინს ვუთხარი შეტყობინების შესახებ და სახლიდან გასასვლელად მოვემზადეთ.
ჯიმინის POV:
დათქმულ დროზე მივედით მე და ჯონგუკი როზეს სახლთან და ის გარეთ დაგვხვდა, თუმცა მარტო არ იყო. მას თან ახლდა ლამაზი შეხედულების გოგონა, თუმცა არა რიზივით ლამაზი... ამ ბოლო დროს მასზე ჩვეულებრივზე მეტს ვფიქრობ, ვფიქრობ რაღაც მჭირს. მასზე ფიქრს უნდა შევეშვა და სხვა რამეზე ვკონცენტრირდე. ან ჯონგუკის მოგონილი სახელით როდის აქეთ მივმართავ მას. ღმერთო, ამის დრო არაა. ვერც კი გავაცნობიერე ისე დაჟინებით მივაშტერდი როზეს. ფიქრებიდან ჯონგუკის ხმამ გამომარკვია.- ძმაო გეყოს ეგრე ყურება, უხერხულად იგრძნობს თავს.
- ხო მართალი ხარ, უბრალოდ თვალი გამიშტერდა.
- რა ლამაზი გოგოა არა? მეორე როზისთან ერთად.
- როზეს ვერ ჯობია.
- ოჰ, ვიღაცას გადამეტებულად მოსწონს ჩვენი როზი
- მოკეტე. - ვთქვი როცა გოგონები უკვე ჩასხდომას აპირებდნენ მანქანაში.
YOU ARE READING
The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)
Romance17 წლის როზეანე გადადის საცხოვრებლად, ამიტომ უწევს ახალ სკოლაში გადასვლაც. წარმოდგენაც არ აქვს რა ელის იქ...