4

95 8 0
                                    

კვირას დილით ადრე გამეღვიძა. ყოველთვის ასე მემართება, სასწავლო დღეებში გვიან ხოლო დასვენების დღეებში ადრე მეღვიძება. რა ჯანდაბაა.

ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე და ოთახიდან თვალების ფშვნეტით გამოვედი. უცებ თავში ძალიან მავნე თუმცა მაგარმა იდეამ გამიელვა. ჩემი ძმის ოთახთან მივედი და აგრესიულად დავაკაკუნე.

- ჰაჯუნნნნნნ, ჩემო ლამაზო ძამიკო, უკვე 8 საათია, შენი ადგომის დროააა!

- რა სადისტი ხარ როზეანე პარკ! - განწირული ხმით გამომძახა ოთახიდან რასაც ჩემი ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.

- ამ დილა ადრიან რამ გადაგრიათ! ან ოდესმე მოვესწრები რომ ნორმალური და-ძმანივით მოიქცეთ?

- ბოდიში მამა, შენი გაღვიძება არ მინდოდა. რადგან ახლა ვალში ვარ შენთან დღეს მე გავაკეთებ საუზმეს.

- ოჰ შენ რისი გამკეთებელი ხარ, წამოდი ერთად გავაკეთოთ. - მითხრა მამამ და სამზარეულოსკენ წავიდა. მეც მხიარულად გავყევი სამზარეულოსკენ.

- მე არაფერი არ მინდა, მადა არ მაქვს ჩემი ნაგავი დის გამო. - თქვა ჩემმა ძმამ და დამეჭყანა.

- ოჰ, ბლინებს ვაკეთებდით, მაგრამ თუ არ გინდა რას ვიზამთ, არ გავაკეთებთ ზედმეტს. - ვთქვი მოჩვენებითი სევდით და ისევ ბლინების გაკეთებას შევუდექი.

- არაა, გადავიფიქრე. ძალიან მშია.

ჯიმინის POV
დილით საკმაოდ გვიან გავიღვიძე. თერთმეტის ნახევარი იყო. ავდექი, მოვემზადე და ოთახიდან გავედი.

- დილამშვიდობის მამა.

- დილამშვიდობისა ჯიმინ, აბა რას შეჭამ?

- არაფერს, უნდა გავიდე და რამეს ვიყიდი.

- სად მიდიხარ?

- ბიბლიოთეკაში.

- კარგი, არ დაიგვიანო და შენი დავალებები წაიღე რომ შეასრულო.

- მამა დავალებებს მოგვიანებით გავაკეთებ.

- ოხ კარგი, კარგი, როგორც იტყვი.

The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now