დილით ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე გუშინდელის გამო. მგონი მართლა მოვწონვარ!!!
ღიმილით და ხტუნვით ჩავედი პირველ სართულზე სადაც ჰაჯუნი და მამა მეგულებოდნენ.
- დღეს კარგ ხასიათზე ხარ? - მკითხა მამამ და გაღიმებულმა გამომხედა.
- დიახ. - ვუპასუხე და მაგიდას მივუჯექი. - რა გემრიელად გამოიყურებააა.
მივირთვით და მალევე გამოვედით სახლიდან.
ჯიმინის POV
- აღიარე რომ მოგწონს.
- ჯონგუკ, მერამდენედ უნდა გითხრა რომ ფეხი სტკიოდა და მაგიტომ ავიყვანე!?
- მოგწონს მეთქი მე გეუბნები!
- არ მომწონს, დავეხმარე უბრალოდ!
- კარგი რა, საკუთარ თავს ატყუებ, მე კი არა.
ამაზე პასუხი აღარ გამიცია და გზა გავაგრძელე სკოლისკენ.
- შენ კი ნამდვილად მოგწონს ადალინი.
- ამმ არ ვიცი...
- იცი, მოგწონს.
- ხო, ეგრე შეიძლება ითქვას.
- ხო გათქმევინე. - გავიცინე და ხელი გადავხვიე.
როზეს POV
დღეს ბევრი დავალება გვაქვს. განსაკუთრებით იმიტომ რომ პროექტი გვაქვს წყვილებში გასაკეთებელი. ჩემი მეწყვილეს თეჰიონი ჰქვია. ძალიან კეთილი ბიჭი ჩანს, ყოველ შემთვევაში პირველი შთაბეჭდილება ჩემზე ასეთი მოახდინა.
- ჩემი მეწყვილე აბა გამოიცანი ვინ არის? - მხიარულმა მკითხა ადალინმა და ჩემს მაგიდაზე ჩამოჯდა.
- ჯონგუკია?
- კიიი, შენი ვინ არის?
- თეჰიონი.
- ეგ ვინაა?
- აი ის ბიჭი. - ხელით ვანიშნე მისკენ. ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მუსიკებს უსმენდა.
- საინტერესო ბიჭი ჩანს. - თქვა ადალინმა და მხრები აიჩეჩა.
- ხო, მეც ეგრე ვფიქრობ.
YOU ARE READING
The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)
Lãng mạn17 წლის როზეანე გადადის საცხოვრებლად, ამიტომ უწევს ახალ სკოლაში გადასვლაც. წარმოდგენაც არ აქვს რა ელის იქ...