9

72 6 0
                                    

- როზეეეეეე, როზეეეეეეეე - ჰაჯუნი შემოვარდა ოთახში და ყვირილი მორთო.

- რა გინდა, რაა!?

- შენი მეგობრები მოვიდნენ და უნდათ რომ ერთად წახვიდეთ სკოლაში, მაგრამ როგორც ჩანს შენ ადგომას არ აპირებ ამიტომ მე ეხლა გავალ და ვეტყვი რომ მათთან ერთად ვერ წახვალ. - თქვა და უკან გაბრუნდა.

- არსადაც არ წახვალ და არც არაფერს იტყვი, ეხლავე ჩამოვალ.

- ოხ კარგი.

ჩასაცმელად ლამაზი ლუქი ავარჩიე.
სქელი, ვარდისფერი მაისური რადგან ციოდა და ლამაზი შავი შლაქსი. როგორც კი მოვრჩი მომზადებას დაბლა ჩავედი.

- ვაიმეე, ბოდიში. დიდ ხანს გალოდინეთ?

- არაა, არ ინერვიულო.

- კარგი წავიდეთ!

- როზე, არ ისაუზმებ?

- არა, მა. არ მშია, თან სკოლაში ვიყიდი რამეს.

- კარგი, მიდი, წარმატებული დღე.

- მადლობა, შენც.

____________

- დღეს საკონტროლო გვაქვს - თქვა მოწყენილმა ჯონგუკმა.

- ხო, იმედია კარგად დავწერთ. იმდენი ვიმეცადინე ეს შრომა რომ არ დამიფასდეს გავაფრენ. - თქვა ადალინმა.

- ხოო, მეც.

სკოლაში მივედით.

ჩემთვის მივდიოდი კლასისკენ როცა უკნიდან ვიღაც შემომეხვია და ლოყაზე მაკოცა.

- დილამშვიდობისა.

- დილამშვიდობისა ჯიმინ. - შემოვბრუნდი და ხელი ჩავკიდე.

დირექტორმა გამოიარა და შემოგვხედა, მაგრამ ჯიმინმა ხელი გამიშვა.

- დღეს გამოცდა კარგად უნდა დაწერო როზე, ეს აუცილებელია.

- ესე უცნაურად რატომ იქცევი? - გამეცინა.

- იმიტომ რომ მამაჩემმა გამოიარა, ახლა კი ხელი მომეცი. - ჩემი ხელი ისევ მისსაში მოაქცია მე კი ამაზე გამეღიმა.

The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now