7

68 7 0
                                    

პროექტების დღე! ვაიმე, როგორ ვნერვიულობ. არ ვიცი როგორ შეაფასებს მასწავლებელი ან რა ნიშანს დაგვიწეს.

- აააააააა.

- რა გაკივლებს გოგო!? - შემიღეიმა ჩემმა ძმამ ოთახში რომ შემოვიდა.

- საშინელი დღე მექნება.

- არ მაინტერესებს, ეხლა კი ადექი და დაბლა ჩამოდი.

- დებილი ბავშვი. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და გარდერობისკენ წავედი.

- აბა, აბა, რა ჩავიცვათ... აი ეს - ლამაზი ყვითელი მაისური ავარჩიე.

________________________________

- შენი და ჯონგუკის პროექტი ძალიან კარგი გამოგვივიდა, სხვათა შორის.

- მადლობა. - მითხრა და თბილად გამიღიმა ადალინმა. - ისე, რაღაც უნდა მოგიყვე.

- აბააა - ხელები ავათამაშე. - გისმენ.

- გუშინ ჯონგუკმა მაკოცა. - თქვა ჩუმად და ტუჩებზე თითი მიიდო.

- ხუმრობ ხო!?

- არააა

- ვაიმეეეე, ანუ ერთად ხართ!?

- ჩუმად გოგო, ხო ხო.

სიტყვის დამთავრება და ჩემი ჩასახუტებლად მივარდნა ერთი იყო.

ჯიმინის POV

- ბიჭო არ გგონია რომ ჯივუს ვიღაც საქმეებს უწყობს?

- არ ვიცი. - ვთქვი დაღონებულმა და თავი მერხზე ჩამოვდე. - ვინც არ უნდა იყოს, ჯობს იცოდეს რომ ჩემთან არაფერი გამოუვა, უკვე ყველაფერი დამთავრდა, აღარ მიყვარს, მხოლოდ მოგონებები მაკავშირებს მასთან.

როზეს POV

- ჰეი, ჰეი, როზეე. - ჩემკენ მორბოდა თეჰიონი.

- ოჰ, დილამშვიდობისა.

- დილამშვიდობისა, ერთად შევიდეთ კლასში. - თქვა და ხელი გადამხვია.

- მაგისთვის მორბოდი ასე გამწარებული? - გამეცინა და ავხედე.

- ხო, რავი. - თვითონაც გაეცინა.

კლასში როგორც კი შევედით ჯიმინის დაბღვერილი გამომეტყველება მომხვდა თვალში. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია ისე მივხვდი რომ ეჭვიანობდა.

The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now