5

92 8 0
                                    

ისევ ტელეფონის ხმა და სკოლის მორიგი ხუთი დღე. სკოლაში წასვლა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ როცა მახსენდებოდა ადალინი და მისი ახალი სკოლის პირველი დღე, თითქოს და ენერგიით ვივსებოდი და უფრო მინდებოდა სკოლაში წასვლა.

- დილამშვიდობისა ბავშვებო.

- დილამშვიდობისა მამა. ჰაჯუნ? ნუთუ ეს მართლა შენ ხარ? იქნებ თვალი მატყუებს?! გახსოვს გუშინ რას დაგპირდი???

- მამაააა, მიშველე, მომკლავს. - დაიყვირა განწირული ხმით, რასაც მამას სწრაფი რეაგირება მოჰყვა და გაგვაშველა.

- საჭმელი ჭამეთ და სახლიდან გავიდეთ.

სახლიდან მალევე გამოვედით. სკოლაში სრული ქაოსი იყო, ჯონგუკის თქმით ორშაბათობით ყოველთვის ასე ხდება. თვალი მოვკარი ადალინს რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ იქით.

- ახალო, აქეთ! - დავუძახე ადალინის ყურადღება რომ მიმექცია.

- ოჰ, კიდევ კარგი მოხვედი და შემამჩნიე , თორემ კიდევ ორი საათი ასე გაუნძრევლად ვიდგებოდი.

- ჰაჰა, გამომყევი.

ადალინი გამომყვა ხოლო გზად დირექტორიც შეგვხვდა და დამავალა მისთვის სკოლა დამეთვალიერებინა, რადგან ვიცნობდი. ასეც მოვიქეცი, სანამ ზარი არ დაირეკა და კლასში არ შევედით.

გაკვეთილმა ძალიან მოსაწყენად ჩაიარა, როგორც ყოველთვის.
ზარის დარეკვისთანავე ჯონგუკი ადალინს მივარდა და კითხვები მიაყარა.როგორც ჩანდა ძალიან გახარებული იყო.
ჯიმინისკენ რამდენჯერაც თვალი გავაპარე იმდენჯერ მიყურებდა.რატომ იქცევა ასე? იქნებ მასაც მოვწონვარ? არა, შანსი არაა, მას ჩემნაირი არასდროს არ მოეწონება. მაგრამ...იქნებ მოვწონვარ...

- ჰეი, როზი - ფიქრრბიდან ჯონგუკის ხმამ გამომარკვია. - ახლა სპორტი გვაქვს, მოემზადე.

- აჰა, კარგი, მადლობა. - გავუღიმე და სპორტული ტანსაცმლით ხელში გოგონების გამოსაცვლელისკენ წავედი. შესვლისთანავე გოგონების ყურადღება მივიპყრე და სწორედ ამ დროს გამახსენდა ადალინის ამ სკოლაში არსებობის შესახებ

The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)Where stories live. Discover now