მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა, ისიც ძალიან ცოტა ხანი.
- როზეანე პარკ! ადექი, უკვე 10 წუთია აქ ვდგავარ. - ყვიროდა გაბრაზებული ჩემი ძმა.
- ჰო ვდგები.
ზანტად ავდექი საწოლიდან და აბაზანას მივაშურე. სარკეში ჩახედვისას კინაღამ გული გამისკდა. თვალები საშინლად ჩაშავებული მქონდა. აბა სხვას რას ველოდი, მთელი ღამე არ მძინებია. თავი მოვიწესრიგე და დაბლა სართულზე ჩავედი.
- დილამშვიდო... თვალებზე რა გჭირს? ძალიან გვიან მოხვედი სახლში?
- არა, მაგრამ ვერ დავიძინე.
- კარგი, მოდი ვისაუზმოთ.
ალბათ ეს დღეები ძალიან ცუდად მოვიქეცი. ადალინი ჩემი ძველი სკოლის ერთადერთი მეგობარია. მან მითხრა რომ ხშირად დამერეკა მისთვის, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე ამის გასაკეთებლად. დღეს საღამოს აუცილებლად დავურეკავ და თუ დრო მექნება შევხვდებით კიდეც.
ამ ფიქრებში გართული მივედი სკოლამდე.შესვლისთანავე მომეგება ჯონგუკი.
- ჰეი, როზი. როგორ გეძინა.- და მეძინა?
- ოო, საბრალო როზი. თვალები სულ შავი გაქვს.
- ძალიან მეტყობა?
- არც ისე, ყურადღება არ მიაქციო.
კლასში ერთად შევედით სადაც რამდენიმე კლასელი და როგორც ყოველთვის მოღუშული ჯიმინი დაგვხვდა.
- უი და ხო, გუშინდელის გამო ბოდიშს ვიხდი, არ უნდა დამეტოვებინე მარტო. მე რომ არა..
- ჩუ! შენ არაფერ შუაში ხარ და ამაზე აღარ იფიქრო კარგი? ხოლო ჯიმინს მადლობა როგორ გადავუხადო არ ვიცი. გუშინ გამბედაობა არ მეყო.
- უბრალოდ მიდი და უთხარი, ეგეთი უგულოც არ არის როგორც გგონია. - მითხრა და გამიღიმა.
ამასობაში ზარიც დაირეკა და კლასში შევედით. ამ გაკვეთილებს ვერაფერი გავუგე. არაფერი შემდის თავში.
ამ დროს ჩემი ტელეფონი ბზუის და ჯონგუკის შეტყობინებას ვხედავ
YOU ARE READING
The day I met you //\\ იმ დღეს, როცა შეგხვდი (დასრულებული)
Dragoste17 წლის როზეანე გადადის საცხოვრებლად, ამიტომ უწევს ახალ სკოლაში გადასვლაც. წარმოდგენაც არ აქვს რა ელის იქ...