დილის მზის სხივებმა გამაღვიძეს, რომელიც უფარდო ფანჯრიდან შემოდიოდა, ოთახს თვალი მოვავლე მაგრამ საათი ვერსად ვნახე რომ გამეგო რა დრო იყო... არც ტელეფონი მქონდა
ფეხზე წამოვდექი და კარადები გამოვაღე რომ მენახა კიდევ რა ტანსაცმელი მქონდა.... რაც ყველაზე კომფორტული იყო ის ჩავიცვი
სამწუხაროთ ოთახში სააბაზანო არ იყო ამიტომ ოთახიდან გასასვლელ კარზე დავაკაკუნე
ოთახში ის გოგონა შემოვიდა გუშინ რომ ოთახამდე მომაცილა
მე-მოიცა, შენ რა მთელი ღამე ჩემს კართან გაათენე?
გოგონა-არა რათქმაუნდა, ნაბრძანები მაქვს რომ როგორც კი გათენდება თქვენს კართან ვიდგე და დაგეხმაროთ
მე-შენი სახელი მითხარი
გოგონა-ეუნჯო ქალბატონო
მე-სასიამოვნოა ეუნჯო, ჩემი სახელი ალბათ იცი
ეუნჯო-დიახ ქალბატონო
მე-ძალიან გთხოვ ქალბატონს ნუ მეძახი და შეგიძლია სააბაზანოში წამიყვანო? არ ვიცი სადაა
ეუნჯო-წამომყევით-წინ წავიდა, მე უკან გავყევი
მალევე რაღაც კართან მივედით
ეონჯუ-შებრძანდით
მე შევედი, შხაპი მივიღე და მალევე გამოვედი, უკვე უკან მოვდიოდით როცა წინ ჰისიონი შეგვხვდა
ეონჯუ-დილამშვიდობისა ბატონო ჰისიონ, ქალბატონი სააბაზანოში გამოვიყვანე
ჰისიონი-კარგი... მაგრამ სახლში წანწალის უფლება არ მისცე და თვალი არ მოაშორო
მე ამაყად მქონდა თავი აწეული და ჰისიონს შევყურებდი, ჰისიონი მომიახლოვდა-გამომყევი პატარა ქალბატონო... -ხელი გამომიწოდა
მე-არ მინდა
ჰისიონი-რას ქვია არ გინდა? ეს თხოვნა არაა
მე-მირჩევნია ჩემს ოთახში ვიყო... ძალიან გთხოვთ, ნება მომეცით მარტო ვიყო