5.

302 24 8
                                    

Time skip*

ჩემს ოთახში ვზივარ და ვნანობ ჩემს საქციელს.... ჰისიონთან როგორ დავწექი? რა სულელი ვარ? მე მხოლოდ კარგი ურთიერთობა უნდა დამემყარებინა მასთან და არა..... აღარ მინდა საერთოდ ამაზე ვიფიქრო...

ოთახში ეონჯუ ვარდება-ქალბატონო! ქალბატონო!

მე-რა მოხდა ეონჯუ?

ეონჯუ-ბატონი ჰისიონი ქალაქში გადის და დაბინდებამდე არ დაბრუნდება.....

მე-ძალიან კარგი.... ანუ შანსი გვაქვს

ეონჯუ-ერთი პრობლემაა

მე-რა პრობლემა? ამას ახლა მეუბნები?

ეონჯუ-ბატონი ჰისიონი თავის ოთახს ყოველთვის კეტავს როცა სახლიდან გადის

მე-ახხხ... ეს რაში სჭირდება?

ეონჯუ-ალბათ ჩვევაა.... ან რამეს მალავს... არ ვიცი ქალბატონო...

მე-გასაღები სად მიაქვს

იონჯუ-თან მიაქვს....

მე-სხვა გასაღები არ არსებობს?

იონჯუ-არის ერთი.... ოღონდ ბატონ ეუნვოს აქვს

მე-რა ვქნა ახლა? როგორ მოვიპოვო გასაღები?-წრიალი და ოთახში აქეთ იქით სიარული დავიწყე....-ეუნვოსთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

იონჯუ გაწითლდა-საკმაოდ კარგი...

მეც ჩამეღიმა-ძალიან ბევრს გთხოვ მაგრამ იქნებ როგორმე გასაღები მოპარო? თუ არ გინდა მე არაფერს გაძალებ

იონჯუ-კარგით ქალბატონო.... ვცდი... არ ვიცი რამდენად გამომივა-ოთახიდან გავიდა და თვალის დახამხამებაში უკან გაჩნდა... თან ხელში გასაღებს აჩხარუნებდა

მე წამოვდექი და მაგრად ჩავეხუტე-ძალიან დიდი მადლობა იონჯუ, ასე სწრაფად როგორ მოახერხე?

იონჯუს ჩაეღიმა-ჩემი მეთოდები მაქვს

მე-კარგი წავიდეთ, ჯობს ვიჩქაროთ-უჯრიდან ფურცელი ამოვიღე სადაც კოდი ეწერა და ჰისიონის ოთახისკენ წავედით

🖤გამტაცებელი🖤/🖤kidnapper🖤Where stories live. Discover now