სამი თვის შემდეგ*
სამწუხაროდ ბომჰო მივლინებით პოლონეთში წავიდა... ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდება
ამასობაში ჰისიონი.დ სულ ჩვენს სახლშია... ფაქტიურად აქ ცხოვრობს მხოლოდ დასაძინებლად მიდის ხოლმე საკუთარ სახლში
დილით რვა საათი როგორც კი შესრულდება კარზე აკაკუნებს და სახლში გვივარდება დაახლოებით ღამის 11 საათზე მიდის....
დღესაც დილით თავზე დამადგა, ჰისიონი.პ გავაღვიძე და სკოლაში წავიყვანე, სახლში დაბრუნებულს კი ჰისიონი.დ მდივანზე წამოკოტტიალებული დამხვდა
მე-სახლი არ გაქვს?
ჰისიონი.დ-მარტო ხომ ვერ დაგტოვებ?
მე-ხო ხო... სახიფათოა... თითი რომ გავიჭრა ან კუკები მომინდეს....
ჰისიონი.დ-დღეს ჰისიონს მე მოვიყვან სკოლიდან
მე-კარგი როგორც გინდა
ზემოთ ავედი და ვიბანავე მერე ისევ დაბლა ჩამოვედი და ამჯერად მისაღებში დანარჩენი ექვსიც დამხვდა
მე-ვა შეკრებაა?
სონუ-ჰისიონმა გვითხრა მოდითო
მე-კარგი კარგი... არ გაგდებთ... იყავით რამდენი ხანიც გინდათ მაგრამ არ იხმაუროთ.... ხმაურზე ალერგია მაქვს
რამდენიმე საათში ჰისიონმა ჰისიონი.პ მოიყვანა ჩიფსებით დატვირთული
მე-ხომ იცი რომ ბავშვს ასეთ რაღაცეებს არ ვაჭმევ?
ჰისიონი.დ-თვითონ თქვა ვიყიდოთო
მე-კი კი მჯერა
საღამოს ძლივს შვიდივე გავყარე სახლიდან, ჰისიონი დასაძინებლად გავამზადე და ორივენი საწოლებში ჩავწექით
გვიან ღამით ხმაური მაღვიძებს... ტელეფონს დავხედე და ღამჯს ორი საათია
ასეთ დროს რა ხდება?
გარედან რაღაცის ფაჩუნისა და ბრახუნის ხმა მესმოდა