რამდენიმე საათით ოთახში მარტო ვიყავი და ვფიქრობდი როგორ გამეგო ოთახის კოდი, ცოტახანში ოთახში ეონჯუ შემოვიდა
ეონჯუ-ქალბატონო, ბატონ ჰისიონს სურს თქვენ და ქალბატონი ჰოკსო ერთმანეთს გაგაცნოთ ამიტომ სახლის უკანა ბაღში ჩაის დალევთ, შესაბამისად უნდა ჩაიცვათ, თუ გნებავთ მე შეგარჩევინებთ
მე-არაა საჭირო... მეთვითონ... შეგიძლია გახვიდე
გარდეროვიდან ყველა კაბა გადმოვყარე და ყველაზე მიმზიდველი ჩავიცვი რომ ჰოკსო გადამეჩრდილა.... გეგმა უკვე მოფიქრებული მქინდა
მალევე ოთახიდან გავედი და ეონჯუმ უკანა ბაღში გამიყვანა, იქ არავინ დამხვდა
რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ ორი მოჟღურტულე ჩიტი რომლებიც ნელ ნელა მოიწევდნენ ჩემსკენ
როცა მომიახლოვდნენ ფეხზე წამოვდექი
ჰისიონს ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე.... ჰოკსოს კი ეტყობოდა რომ არცისე უხაროდა, როგორც მე
ჰისიონი-ემელინ გაიცანი, ეს ჩემი შეყვარებული ჰოკსოა, ჰოკსო გაიცანი, ეს ემელინია
მე-სასიამოვნოა-ყალბად გავუღიმე და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად
ჰოკსო-ჩემთვისაც-ხელი ჩამომართვა
ჰისიონი-დასხედით
მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი, უხერხული სიჩუმე იდგა, ჰოკსო თვალს არ მაშორებდა და ვხვდებოდი რომ ზიზღის თვალით მიყურებდა....
მალევე ლანგრით ჩაი მოიტანეს და სამივეს წინ თითო ფინჯანი დადგეს
ჰოკსო-არ მიყვარს ჩაი შაქრით
მე-მართლა? მე პირიქით ძალიან მიყვარს.... არ მესმის უშაქრო ჩაის რა გემო აქვს....
ჰისიონი-გეთანხმები.... უშაქრო ჩაი ნამდვილად საშინელებაა.....
ჰოკსო-მე გავალ და ახლავე დავბრუნდები-ადგომას აპირებდა როცა ვითომ შემთხვევით ჩემს ჩაის ჭიქას ხელი კრა და ზედ გადამაქცია-ღმერთო, არ მინდოდა, დიდი ბოდიში-დაიწყო თვალთმაქცობა....