ბორამი ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში ეონვუსთან ერთად შემოვიდა
ეონვუ მომიახლოვდა-გამარჯობა ქალნატონო ემელინ
მე-გამარჯობა-მივესალმე ნაღვლიანად
ეონვუ-ახლა შეიძლება ამაზე სალაპარაკო დრო არარის მაგრამ უნდა გაცნობოთ რომ ბატონი ჰისიონის მთელი ქონება თქვენ გადმოგეცათ.... ასევე თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ თქვენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეთ დედათქვენთან ერთად
თვალებზე ისევ ცრემლი მომადგა-მადლობელი ვარ... მაგრამ არ მინდა მისი სიმდიდრით ვისარგებლო და მისი სიკვდილი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო... რაც შეეხება ჩემს თავისუფლებას... მინდა რომ დღესვე წავიდე... ეს სახლი და ეს კედლები... ყველაფერი ჰისიონს მახსენებს...
ეონვუ-როგორც გინდათ...-ბორამს მიუბრუნდა-ბორამ.... ქალბატონი ემელინის ნივთები ჩაალაგე, შეგიძლია შენც გაჰყვე
ბორამი ჩემთან ერთად წამისვლას დათანხმდა მერე კი ბარგი ჩაალაგა... დაახლოებით ერთ საათში მზად ვიყავით, მანქანაში ჩავსხედით და სახლის გზას დავადექით
უცნაური შეგრძნება დამეუფლა... ერთი წელია იმ კედლებიდან გარეთ არ გამოვსულვარ... ახლა კი ეს ყველაფერი თითქოს ჩემთვის უცხოა... სახლამდეც მივედით... ვნერვიულობდი რადგან არ ვიცოდი დედაჩემს რა რეაქცია ექნებოდა... არ ვიცოდი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს
ზარი დავრეკე და მალევე კარები სულ მთლად შეცვლილმა დედაჩემმა გააღო
ერთი წუთით გაშტერებული მიყურებდა მერე კი რამის გული წაუვიდა
ბორამი მივარდა და დაიჭირა რომ არ წაქცეულიყო
დედა-შვილო!-მოვიდა და ისე მოეხვია რამის გამჭყლიტა-მეგონა ვეღარ გნახავდი... ძალიან მომენატრე... სად იყავი შვილო?
ტირილი დავიწყე-მეც მიმენატრე დედა... ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები
Time skip*
დედაჩემს ყველაფერი ვუთხარი.. ისიც ყურადღებით ნისმენდა და აი დადგა დრო როცა ჩემი ორსულობის ამბავი უნდა მეთქვა
მე-დედა... კიდევ არის რაღაც...
დედა-გისმენ შვილო... ყველაფერი მითხარი
მე-მე... ჰისიინისგან ორსულად ვარ...
დედა-რა?-სათვალე დაბლა ჩამოიწია და ლამის ხელმეორედ წაუვიდა გული-ეს როგორ მოხდა?
მე-დედა არ იცი ეს როგორ ხდება? თან ხომ გითხარი რომ მე და ჰისიონს ერთმანეთი გვიყვარდა...
დედა არაფერს ამბობდა, რამდენიმე წუთში ამოიხვნეშა და დაიწყო-კარგი... რა გაეწყობა, ბავშვი არაფერშია დამნაშავე
მე-მადლობა დედა-ძლიერად ჩავეხუტე
_____________
დრო აღარ მქონდა დიდი თავის დასაწერად მაგრამ გპირდებით მერვე თავი დიდი იქნება😘