დილით სამივენი ერთად გავედით პლაჟზე
მე რუჯს ვიღებდი, ბომჰო და ჰისიონი კი ზღვაში შევიდნენ და თამაშობდნენ
უეცრად ჰისიონი.პ ზღვიდან გამოვარდა-ბიძია ჰისიონი!-წამოიყვირ და იქვე ახლოს მყოფ ჰისიონ.დ-ს შეახტა რომელიც აქამდე ვერ შევამჩნიე
ღმერთოოო............-ამოვიხვნეშე-ჰისიონ შეეშვი, აწუხებ
ჰისიინი.დ-არა არ მაწუხებს-ჰისიონი.პ ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა
ბომჰოც გამოვიდა ზღვიდან და მათთან მივიდა-გამარჯობა, ალბათ შენ ემელინის ყოფილი კლასელი ხარ ხომ?
მე-ვაიმე დამერხა-ჩავილაპარაკე და მათკენ გავექანე
ჰისიონი.დ-აა... არა მე
მათ შორის ჩავხტი-ხო ხო... ის ჩემი კლასელი იყო...
ჰისიონისკენ საცოდავი თვალებით გავიხედე და მუვახვედრე რომ უნდა ამყოლოდა
ჰისიონი.დ-კი ჩემი კლასელი იყო... სასიამოვნოა მისი კვლავ ხილვა
ბომჰო-მე ემელინის ქმარი ვარ, ბომჰო
ჰისიონი.დ-სასიამოვნოა
ჰუჰჰჰ გადავრჩი... ღმერთო ასეთ უხერხულობაში როდემდე უნდა ვიყო?
ჰისიონი.დ-სხვათაშორის თქვენი კარის მეზობელი ვარ... ერთმანეთის ნახვა ხშირად მოგვიწევს-ამ სიტყვებზე ჰისიონს ცოფიანი ძაღლივით გავხედე
ბომჰო-მართლა? ძალიან კარგი... როგორც ჩანს ჩემს შვილსაც ძალიან მოეწონეთ
ჰისიონი.დ-ხო ალბათ ერთნაირი სახელების გამო
ხო აბა სულ ერთნაირი სახელების გამო.... იქნებ იეჭვოს რომ ჰისიონი მისი შვილია? მერე რა გავაკეთო? სად შევძვრე???
რა კარგად ვცხოვრობდი ეს შვიდი წელი... ახლა კი ეს მკვდრეთით აღსდგა და ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ჰყობს... ნეტავ მალე გავიდეს ეს ორი თვე... აქ ხომ დასასვენებლად წამოვედი და არა იმისთვის რომ წარსულის პრობლემები მოვაგვარო