სიყვარული...ოჰ როგორ მძულს ლაპარაკი იმაზე რაზეც ვერასდროს მორჩები საუბარს.
განა რა არის ეს გრძნობა ასეთი ყველა რომ გადამტერებია,ყველას რომ მისთვის შეუთხოვია და ყველას რომ ის უნატრია.
ნეტა ვიცოდე რა არის სიყვარული ორიოდე სიტყვით.
ჩავფიქრებულვარ,და თითქოს რიტორიკული შეკითხვაც დამისვამს რადგან პასუხს არავინ მცემდა.ალბათ ეს ხელოვნებაა.
გავიფიქრე,და ახლა იმაზე დავიწყე ოცნება ნეტა რომელი ხელოვნების ნიმუში შეიძლებოდა ის ყოფილიყო.მუქი...ღია..გრადაციული...დამაბნეველი თუ რაღაც ისეთი რის გამოც ჩემ სხეულს ტაო მოიცავს?
როგორია სიყვარული...
რა იქნებოდა ის რომ ადამიანი ყოფილიყო?...
ვისი,როგორი პორტრეტი იქნებოდა აღიარებული როგორც ამ გრძნობის ზუსტი ასლი...განა სიყვარული დორიან გრეის პორტრეტივით არ არის?...
ლამაზია, მაგრამ გააჩნია მას ვინ უყურებს,რას გრძნობს ეს ადამიანი და რა არის მის სულში...
ნუთუ სიყვარულის პორტრეტი ყველასთვის სხვადასხვაა...ნუთუ ყველა სხვანაირად ხედავს და სხვას განიცდის?როგორი საშინელია სიყვარული.
ძნელია შეიცნო ის.
ზოგჯერ ისე მოგეპარება ვერ გაიგებ,და შემდგომ ისე გაქრება დამშვიდობებასაც ვერ მოასწრებ.არადა ამავდროულად როგორი ლამაზია სიყვარული.
რადგან ჩემთვის ხელოვნება სიყვარულია.
რადგან ჩემთვის ყველა ხელოვნების ნიმუში ლამაზია.
რადგან ჩემთვის ხელოვნება შენშიც მოიაზრება,იმ კატაშიც, და იმ ფანქარშიც შენს მაგიდაზე რომ დაბებია ბუდე/დაბერებულა.ვერ გამიგია რა არის,
და აწი აღარც ვეცდები გავიგო.ალბათ ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ მაინც მიჩნდება კითხვა,ნუთუ სულ ესაა?
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აკრავს გარს უეცრად ჩემს სხეულს და კატასავით ვიბუზები ერთ ადგილას.
ნუთუ სულ ესაა?
10.12.2022