დრო არ იცდის...

58 2 16
                                    

დრო გადის და გაზაფხულს ზაფხული შეცვლის, ისევე როგორც ამ ზაფხულს ჩაანაცვლებს შემოდგომა,შემდეგ კი ისევ ზამთარი დადგება.

დრო გადის და ნელნელა სარკეში ჩახედვისას ვამჩმევთ იმ ცვლილებებს რაც ამ დროს მოაქვს.

თითქოს ისე მალე ვიზრდებით და ეს დროც ისე მალე გარბიის...

ვფიქრობ ჩვენი პრობლემა მაინც ისაა რომ ვფიქრობთ ერთმანეთისთვის დრო შემდეგშიც გვექნება.

იმისდა მიუხედავად რომ ერთად გაუტარებელი დრო დაკარგულად არ ითვლება თითქოს უფრო მეტის შესაძლებლობაც იყო,თითქოს რათაც აკლდა სრულყოფილებას.

მაგრამ არავინაა სრულყოფილი.

ასე რომ ერთმანეთისგან ვცდილობთ არ მოვითხოვოთ ის რაც არავის ახასიათებს_ სრულყოფილება.

დრო მიდის და ვამჩნევთ ახალ ცვლილებებს ჩვენს სხეულში,ხასიათებში,დამოკიდებულებებში,ჩვენ გარშემო მყობეშიც კი რომლებიც წამდაუწუმ იცვლებიან.

დრო მიდის და
ზოგი რის გამო მიდის,
ზოგი კი რის გამო შემოგვხვდება ხოლმე ქუჩაში ღმერთმა უწყის.

დრო მიდის და ვხვდებით რომ ჩვენთან ერთად იზრდება ჩვენი მოგონებათა საცავი,
სადაც ვინ უწყის რამდენი დაკარგული მოგონება ტრიალებს...

დრო მიდის და ზოგი წარსულში რჩება,
ზოგი კი მომავლისკენ ცქერას განაგრძობს.

დრო მიდის და პანიკაც მეწყება,ვაი თუ ვერ მოვასწრო.

დრო მიდის და
ვიცი იმ ახლო მომავალში მე და შენ ზღვის პირას ჩამავალ მზეს ველოდებით,შენს მკლავებში კი ბავშვივით ატირებული გრძნობებით სავსე ჩემი გული ნებირვობს.

დრო მიდის და
თუ მოხვალ არ ვიცი.

დრო მიდის და
ვიცი დღეს თუ არა ხვალ უკვე ძნელად შესამჩნევი ვიქნები.

დრო მიდის და
ეს დრო არ იცდის
მე კი ვლავ შენს მოსვლას დავუცდი.

10.04.2024

არც არის საჭიროWhere stories live. Discover now