დიდიხანი არ არის რაც სკოლაში წიგნის სარფიანად გამოყენება ვისწავლე.
ვისწალე ინფორმაციის ამოკრება,გახაზვა,წიგნშივე კითხვაზე პასუხის გაცემა,მოწყენილობისას ჩანახატები დატოვება ან თუნდაც
ინტიმური ადგილების დაფარვა ხელოვნების წიგნში სასაცილო ბიკინით...ნეტავ რა იგრძნეს მათ ვინც ეს წიგნი წელს გადაშალა?
ალბათ ისეთივე შთაბეჭდილებას უტოვებს როგორსაც მე როდესაც წიგნში ჩატოვებული ფურცლები მხვდება.სიმართლე გითხრათ ჩაბარებამდე რამდენიმე წელია წიგნიდან ჩანახატი არ ამომიშლია.
არა იმიტომ რომ უბრალოდ არ მანაღვლებს
.უბრალო მენანება.
ვფიქრობ შემდეგ მფლობელსაც გამოადგება.
ასე რომ ყველაფერს ხელუხლებელს ვტოვებ რადგან ისიც მიხარია რომ ვიცი მე ამ წიგნში 9 თვით როგორ ვიცხოვრე.ვსქროლავ და კვლავ ვაწყდები სხვის ჩანაწერებს.
ნეტავ როდის შეამჩნევს ჩემსას მკითხველი?
ცუდია რომ ჩემი უმცროსი ოჯახის წევრები ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ ფრიად "მოფრთხილებულ" წიგნებს რადგან სანამ ისინი დამეწევიან საბეჭდი მანქანა მეწევა მე.
იცვლება წიგნები და იკარგება ის ძველი გრძნობები წინაპრებისა,ხანში შესული "მე"-სი.
მართალია ზოგი წიგნი გადასაშლელად უვარგისია მაგრამ რა დააშავა იმ წიგნმა მამაცურად რომ უჭირავს სამასამდე ფურცელი ერთად?
ეჰჰ...
იმედი მაქვს ჩემი ფანქარი რამეს მოიტანს.
რამე ისეთ მონასმს აზრი რომ გააჩნდეს.
რამე ისეთ მონახაზს პასუხი რომ ნათლად ჩანდეს ანდაც,რამე ისეთ ფიგურას ღიმილს რომ იწვევდეს.ძალიან რომ არ გავწელო აქვე გეტყვით მოკლედ_დატოვეთ კვალი!
დატოვეთ კვალი ფანქრით.
თუ საჭიროება არ იქნება ისინი თავად წაგშლიან მათი ცხოვრებიდან.
მაგრამ ისინი ვინც თქვენს "ნაჯღაპს" ჩაწვდება სამუდამოდ შეინახავს მათ გულში.
ასე რომ გთხოვთ, ნუ იდარდებთ იმაზე თუ სად წავა თქვენი მესიჯი,უბრალოდ იცოდეთ თქვენ რისთვის შექმენით იგი09.10.2023. 21:16