ერთ დროს ჩემი იყავი.
დღეს კი ჩემი აღარ ხარ.
ხვალ კი ალბათ აღარც იქნები.როგორც ქვიშა ისე დამისხლტი ხელიდან.
ალბათ ზედმეტად მოვდუნდი, თითების მოდუნებისას კი შენც ჭუჭრუტანებში გაგიკვლევია გზა...
ალბათ ძლიერი არ ვიყავი,
არადა რამდენჯერ შემომთავაზე წამოგყოლოდი მაგრამ ერთადერთი იყავი ვისაც ჩემი გულის გარშემო სირბილით შემოუვლია.
მე კი ამის ძალა არ შემწევდა.
ალბათ იმიტომ რომ არც არასდროს მქონია იმხელა ადგილი შენს გულში რომ ნაბიჯი გადამედგა.ალბათ შეგცივდა.
უკვე შემოდგომაა.
ალბათ ჩიტი ხარ,რადგან ყოველთვის სითბოს ეძებ,
მაგრამ არასდროს ყოფილხარ ბეღურა რომელიც ყველაფრის მიუხედავად ჩემ გვერდით იყო.ალბათ მზე ხარ.
რადგან ამ ბოლო დროს მალე ღამდება.ანდაც...
ალბათ მთვარე ხარ, რადგან არასდროს მინათებ გზას.
ალბათ ის ვარსკვლავიც ხარ შორიდან რომ ლამაზად მოჩანს მაგრამ იმდენად შორსაა თითისწვერებზეც რომ დავდგე ვერ მივწვდები.
ალბათ ჩემი აჩრდილი ხარ.
რადგან რომ ვტრიალდები ისევ ჩემს ზურგს უკან ხარ, წინ კი არასდროს მიდგები.ალბათ მკითხველი ხარ,ზაფხულამდე რომ არააქვს დრო წამიკითხოს.
ალბათ ჩემი წარსული ხარ.
ბუნდოვნად მახსოვს.ანდაც თვით ჩემი მოგონება ხარ.რადგან მოგონებებში არსად ხარ მაგრამ რატომღაც იქ ხარ.
ალბათ ისევ ქვა ხარ.
ანდაც ბალახი.ანდაც უბრალო ქვიშა ხარ, რადგან ჩემ მუჭში ეტევი.
ქვიშა ხარ რადგან სხვაგან მიქროლვი.
ქვიშა ხარ რადგან თვალში მეცემი.
ქვიშა ხარ რადგან ადვილად მისხლტები.
ქვიშა ხარ რადგან ერთ დღეს იქ იყავი.
დღეს კი აღარ ხარ.
ხვალ კი ალბათ აღარც იქნები.17:56 13.09.2023