ავტორიტეტი

68 4 20
                                    

რა არის შენი ავტორიტეტი საზოგადოებაში?

სახელი რომელსაც შენ საზოგადოებაში ატარებ?

სახელი რომელიც თან გდევს სადაც არ უნდა წახვიდე.

თუ მას ერთხელ ტალახი მოეცხო მთელი ცხოვრება მოგიწევს მასთან ერთად იცხოვრო.

სწორედ ამიტომაცაა ბევრ ადამიანს რომ ეშინია ან არ სურს დაიცვას საკუთარი თავი კამათისას.
სწორედ ამიტომაცაა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული თემა,ბულინგი.

ავტორიტეტი რომელიც ჩირქს ცხებს სიმართლეს შენ შესახებ ანდაც, გაცმევს ძვირფასს სამოსს მყრალ სხეულზე, რომლის სუნსაც ვერცერთი ძვირფასი სუნამო თუ ტყუილი დაფარავს.

წარმოდგენა რომელიც სხვაზე გექმნება და ის თუ რას ფიქრობენ ისინი შენზე.

ბევრ სალიტერატურო ნაწარმოებში შეხვდებით მსგავს თემას.ალბათ გაგიგონიათ კიდეც ანდაზა_ "სახელის გატეხვას,თავის გატეხვა ჯობიაო"

ზოგიერთს სულაც არ ჭირდება სხვა აფასებდეს იმისთვის რომ იყოს წარმატებული,ბედნიერი და ტკბებოდეს ყოველი წუთით,მე კი გულწრფელად მშურს მათი და,სწორედ ეს შური მაძლევს ინსპირაციას წინსვლისაკენ.

რატომაც არა? ნუთუ ბრბოს ფსიქოლოგია ისეთი ღრმაა რომ ყველას სჯერა გაგონილის?

მე მჯერა რომ სწორი ადამიანები არასწორ დროს მოდიან,მაშინ როცა მათ არ მოელი და ვერც ხვდები რომ ისინი ისინი არიან ვისაც ელოდი.

ავტორიტეტი უმნიშვნელო და, ამავდროულად უმნიშვნელოვანესი საკითხია რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და შეიძლება წყვეტს კიდეც სხვის ბედს.

განა შენს წინაპარს მკვლელი რომ ჰრქმეოდა მისი შთამომავალი მკვლელის ნათესავი არ იქნებოდა?
განა ისინი ამისთვის მას არ განსჯიდნენ?ამოიღებდნენ ბრაზსა და იმ ზიზღს მაშინ,იმ ადამიანთან რომ ვერ ამოანთხიეს.

საბოლოოდ ავტორიტეტი სახელია საზოგადოებაში რომელიც რადიკალურად ცვლის ჩემს შეხედულებას შენზე და,რადიკალურად ცვლის შენსას ჩემზე.

ალბათ დაგაინტერესებთ_რა არის შენი ავტორიტეტი ჩემ თვალში.

21:12.  19.05.2023

არც არის საჭიროWhere stories live. Discover now