ბრაზი თუ მწუხარება? რომელს განიცდით იმედგაცრუებისას?
ხანგრძლივი მოლოდინისა?შემდეგ ჩაშლილი გეგმებისას?რას განიცდით როდესაც მიზეზი საპატიოა?
კვლავ წყენას?,თუ მწუხარებას?...ალბათ აგცრუებიათ გული პატარა რამეზე,ლამაზი სახის შიგ სიშავის ნახვაზე.
ალბათ მაშინ! კუთვნილი კამფეტი რომ ვერ მიიღეთ...
ანდაც აგცრუებით გული მაშინ როდესაც დიდხანს ელოდეთ....
მთავარი ის კი არაა თუ როგორ მოიქცა ადამიანი არამედ ის თუ რამდენად იყავი დამოკიდებული მასზე.
დიდ იმედებს ამყარებდი უმნიშვნელო რამეზე მაგრამ მაინც გახარებდა ის ფაქტი რომ გეგმები გქონდა.
საკუთარ თავს დაკავებულს ეძახდი და სულმოუთქმელად აკეთებდი სხვა აქტივობებს სანამ იგონებდი მათ რომელთაც შემდგომ გააკეთებდი.
გახარებდა თითოეული წამი იმ კონკრეტულ საათთან მიახლოვებული და გახარებდა თითოეული სიმღერის მელოდია რომელიც მთელ სახლს ექოდ მოდებოდა.
თითქოს უფრო ჩქარა აკეთებდი საქმეს.
აკეთებდი და აკეთებდი იქამდე სანამ საქმეც არ დაილია.
შემდეგ კი უკვე არაფრისმთქმელი ლოდინი გიპყრობს, ამავდროულად უამრავ მიზეზს ეძებ მათი დაგვიანებისა და სავარაუდო შეფერხებისა.
"ალბათ საცობი"
"იქნებ საუთოო მაგიდა...ანდაც სახლის კარები,ალბათ ვერ ჩაკეტა"
..."ალბათ სიგნალი არ არის" "ინტერნეტი ხომ არ წავიდა?"
ბოლოს გაიფიქრებ "შეიძლება ჩემი სახლის გზა დაავიწყდა" ანდაც ის შეხვედრა დაავიწყდა დღეს რომ დაუთქვი.
შეგიპყრობს ეჭვები და ერთადერთი იმედიღა გრჩება "ალბათ საათი შეეშალა" ეპატიება რადგან თვითონაც შეგშლია აქამდე ანდაც ვერ მოგისწრია გამოწყობა დარჩენილ დროში."ვფიქრობ კიდევ დაველოდები"
და დალოდებიხარ წლობით...ათწლობით...
ბოლოს რა ხეირი ნახა შენმა იმედმა?...
"მიზეზი საპატიოა ვერ გაბედავ სიბრაზეს" გაგიევლებს თავში და წამში გარს გეკვრის მწუხარება.
-"ოჰ ჩემო საწყალო!_მათ ხომ შეძლეს და უსინდისოდ გაატარეს შენთვის იმედით სავსე წუთები სხვის ზღაპრებში!ბროლის ქოშებით!..ვწუხვარ ვწუხვარ..."-ემპათიით აღსავსე ჩაგჩურჩულებს ქარი და კოცნით გტოვებს.
ქრება ნელნელა მისი ხმა, ისევე როგორც ტალღებზე მიცურდებიან შენი იმედები და ქრებიან.ბოლოს კი ფიქრები ღამეს ისევ თეთრად დაგათენს...
გაფიქრებინებს რომ ცარიელი ხარ.
და შენ იცი რით გაუმკლავდები? ცაზე პატარა პრინცი კიდია...00:00 11.09.2023