სიზმრები

52 2 39
                                    

ზღაპარი?წინა ცხოვრება?
კავშირი არამიწიერთან თუ მინიშნებები აწმყოდან მომავალზე?

რას წარმოადგენს სიზმრები ადამიანის ცხოვრებაში და რას ნიშნავს არ ხედავდე მათ?

დამცველობითი ისტიქტი თუ მაზოხისტური ქმედება ქვეცნობიერისა.

რა არის სიზმრები თქვენთვის?
რა მნიშვნელობას ანიჭებთ მათ?
რისგან გასაქცევად გვსურს სიზმრები?ჩვენი თავისა და პრობლემებისგან?
განა სიზმარი ჩვენი სულის სარკე არაა?ის მხარე რომელიც არავის უნახავს და გსურთ მალავდეთ.
განა სიზმრებში არ სჩადიხართ ყოველივე ცოდვას?

სიზმრის შესაძლებლობებს ზღვარი არააქვს რაც ტყუილის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს,ისე როგორც ნარკოტიკი,ჩვენ ვხდებით დამოკიდებული ტყუილზე,ყალბზე და იმ სიყალბეზე სადაც ძილის დროს საკუთარ თავს ვაიძულებთ იცხოვროს.

განა სიზმრები ლამაზი არაა?
ლამაზია.
მაგრამ სილამაზესაც აქვს ბნელი მხარე.

სიზმრებს შეუძლია ძილში დაგახრჩოს გრძნობებით,ვნებითა და სისასტიკით რომ არა ინსტიქტი გამოღვიძებისა.

სიზმრებს შეუძლია დაგანახოს ის რაც არასდროს გინახავს.
სიზმრებში შენ შეეხები აკრძალულ ნაყოფს და მეორედ შესცოდ რადგან ვერ ხედავდი იმას რაც გქონდა,ახლა კი მასაც დაკარგავ.

დაგეკარგება სურვილი რეალობისა და გადაეშვები სიზმრებში მთვარის დაულოდებლად.
დაიკარგები სიზმრებში და შემდგომ ძნელი იქნება გამოღვიძება.

გამოფხიზლდები და იმედი გაგიცრუვდება,ეს იმედი კვლავ ძილისა მთელი დღე გაგყვება და მხოლოდ ლოგინშიღა შეძლებ იპოვო შენი,საკუთარი სამოთხე.

ნეტავ მაინც რა არის სიზმარი?
სხვა განზომილება თუ უბრალოდ ფიქრებში ტრიალი.

ნეტავ მაინც რა არის სიზმარი?
დროის კარგვა თუ წამალი ტკბილი?

ნეტავ მაინც რა არის სიზმარი თუ არა შენ და მე სხვა სამყაროში...

11:01  15.06.2023

არც არის საჭიროWhere stories live. Discover now