ყოფილხართ ზღვაზე?
ყოფილხართ ზღვაში მთელი გრძნობებით?
დასველებულხართ დაულპობელად?
გიჭამიათ დამტარებელი ქალის ხელიდან სიმინდი ?
მოგიშიშვლია ფეხებზე ნაჭერი მარილიანი წყლის შესაგრძნობად?
შეგიგროვია ნიჟარა პარკში?დიდი ქვების ქვეშ პატარა მინა.
გიგრძვნია ნესტი სუსხიან ზამთარში?
გაგტარებია ღამე მარტოდ,ჰა?...
გნახა ზღვამ ბობოქმა,დიდმა [აბობოქრებულმა] კოკისპირული წვიმისას?
გადაგირბინა შავმა ღრუბლებმა?
ნეტავ რას გახსენებდა მისი ეს ღელვა ...გადაგიგდია დიდი ქვა ზღვაში?
სანაცვლოდ რამდენი გესროლა უკან?
დაგლურჯებია ფეხები ნაზი?
დაგწითლებია მზისგან ხელები?
შემოგხვევია ტალღები გარშემო,ჩაუტანიხარ ღრმად ქვევით.გაგჭედვია კი გული სათუთი, ქვათა შორს,ნაპირ შორს ზღვის ნაპრალში?
გაგიკვლევია გზა მზისაკენ,
გიფრენია კი ზღვაზე ზევიდან?
გიხტუნავია ტალღებზე კატერით?
რას მიაწერე ის ადრენალინის გრძნობა?დამჯდარხარ ზღვასთან, ან მის ნაპირას, ცივი ნაყინით მზიან ამინდში?
დალოდებიხარ მთავრეს ნამგალას,ბუნიაობას ანდაც მის შობას.დალოდებიხარ საყვარელ გრძნობას,გრილ ჰაერსა და თოლიას მღერას?
დაგიძინია ფიქრით ზღვისაკენ?
ჩაგითვლემია კი მის მშვიდ რხევაზე?ყოფილხარ ზღვაზე მთელი გრძნობებით?
თქვენი თავით თუ სხვისი ხედვებით?
ყოფილხართ ზღვაზე თუ თვით ყოფილხართ იგი ფიქრებით?
ალბათ იყავით,ანდაც აპირებთ,სად წავიდა კი ის შიში სიღრმის?
ვიყავი ზღვაზე,და შენც იქნები ოცნებებით ან ძველი კეტებით.
ვიყავი ზღვაზე, და ზღვა ჩემშია.
"გონებაშია თუ გულში?"მარილიანი,პლასტმასის ბოთლით,სიბინძურითა და ქვებით.
ყოფილხართ ზღვაზე მთელი გრძნობებით?
და რა იგრძენი მაშინ?...
27.07.2023