ნამჯუნი და მიმი

134 8 4
                                    

მოკლედ წავიდნენ,საძებნელად.ამჯერად სანაპიროს გაუყვნენ და ქვიშაზეც ეძებდნენ რამეს.ნამჯუნმა სიარულისას ბოთლი იპოვა, სოჯუს ბოთლი იყო,ამიტომ იფიქრა, რომ ეს უეჭველი რომელიმე მათგანის დაგდებული იყო.გაბრაზდა  და ბოთლი ზღვაში მოიქნია.
     ბოთლმა გარკვეულ ზღვარს, რომ მიაღწია ნამჯუნისა და მიმის წინაშე წითელი სვეტი აღიმართა,რომელმაც ეს ბოთლი შუაზე გახვრიტა.
     მომხდარის დაჯერება,ნამდვილად რთული იყო.გაოცებას ვერ მალავდნენ, იდგნენ ასე პირდაბჩენილები.
-მოიც...ეს რა იყო ... -ვეღარც ლაპარაკობდა ნამჯუნი.
მიმი შოკისგან ჯერ კიდევ პირდაღებული იდგა.
-ნამჯუნ,ეხლა შენც დაინახე ის რაც მე დავინახე?
-მგონი,დავინახე,კი-შეუწუხდა არემს სახე.
-ესეიგი ეს რას ნიშნავს?
-...
-თუ ზღვაში რაღაც მანძილზე გავალთ ლაზერი გაგვხვრიტავს?
-ანუ აქედან წასვლის შანსი არ გვაქვს?
-მოიცა მოდი კიდე რამე ისროლე.
     ნამჯუნმა ამჯერად ქვას დაავლო  ხელი და მოიქნია.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქვასაც იგივე ბედი ეწია.აი მაშინ მიხვდნენ რომ, მართლა თამაშში იყვნენ და ვიღაცა როგორც უნდოდა ისე ხელის გულზე (ატარიალებდათ თუ ატარიალებდნენ) ჯერ გასარკვევია.
   მიმი და არემი ამაზე სულ დაფეთდნენ.ნივთის მოძებნის სურვილი სულ დაეკარგათ და კარავთან მიბრუნდნენ. იქ არავინ დახვდათ. ამიტომ სოჯუს დაავლეს ხელი და სანაპიროს გაუყვნენ.
   ორივეს სახე ჩამოსტიროდა.თითქოს უნდოდათ ეტირათ მაგრამ ვერ ტიროდნენ.შეექცნენ სოჯუს.ორივეს ორ-ორი ბოთლი ეჭირა. 15 წუთში კი ორივე ჩაცალეს. ნამჯუნს სასმელი მაგრად დაეტყო.საღად ვეღარ აზროვნებდა მაგრამ, ჩუმად იყო თავისთვის. მიმი კი თავისას უბერავდა.
-აბა ნამჯუნნნ წავიდაააა. ოპა განამსტარ ჰე ჰეეე ჰეეეე ოპა განამსტარრრრ...
    ნამჯუნი ხმის ამოუღებავად მიჩოჩავს.
-ნამჯუნნნნნნ,ჩემი კუდრაჭა ვინ არისოო ?-დაეტაკა ნამჯუნს ლოყებზე და ჩქმეტა დაუწყო.
-ნამჯუნნნ ნახე მე რა შემიძლიაააა-მივიდა და ერთხელ მოწყვეტით აკოცა ნამჯუნს.
   ნაჯუნი ისედაც ვერ იყო კარგად კიდე გაწითლდა.
-მი..მიი  ეხლა ... რა ... ქენი?-ბორძიკით ამოალუღლუღა ნამჯუნმა.
-გა.. კო... ცე...-გააჯავრა მიმიმ.
   ამ სიტყვების თქმა და ნამჯუნის წაქცევა ერთი იყო.როგორც ჩანს ჩამოეძინა.(ბატი🤣) მიმი დაეტაკა და გულზე ბიძგების გაკეთება დაიწყო ვითომ გულის ამუშავება უნდოდა.მერე ნამჯუნის ცხვირ და ტუჩებს ეტაკა.ცხვირზე ისე მაგრა მოუჭირა ლამის გაწითლდა. პირი გაუღო და ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაუწყო.რაზეც ნაჯუნი უჰაერობისგან გაიბერა და წამოხტა. მიმიმ გაიხარა და 2 წუთში ნამჯუნი ისევ მიწაზე ეგდო. ბნელდებოდა ამიტომ, მიმიმ  ცოტა ტვინი აამუშავა და ნამჯუნი კარვისკენ ხოხიალ-ხოხიალით მიათრია.
     უკვე სერიოზულად დაბნელდა და კარავთან კიარადა ამჯერად კარვებთან  მხოლოდ ჯინი და ჯიუუ დახვდათ. ისინიც ძირს ეგდნენ და ეძინათ.
-ჯიუუუ,ჯიუუუ-აჯანჯღარებს მიმი.
   ვერ გააღვიძა ამიტომ ახლა ჯინთან მივიდა.
-ჯიუუუ,კიარადა ჯინნნნ გაიღვიძე რააა-ისევ აჯანჯღარებს მიმი.
   ორივეს გათხლეშილი ძინავთ.ამაზე ნამჯუნიც და მიმიც წამოწვა და ოთხივე ერთად ძილს მიეცა.

On the island (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin