17 წლის მარიამი,რომელსაც მეგობრებიც ჰყავს და ახლობლებიც,მაინც თავის ოცნებებში იძირება,სხვა უკეთეს სამყაროში გადადის და აქაურობას ტოვებს.უყვარს თავის ქალაქი,თავისი ცუდით და კარგით.ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ ცუდია რატო უყვარს? მაგრამ ის ხო ფერადი გოგონა,რომელიც ცუდშიც კარგის პოვნას ცდილობს,მაგრამ მაინც მისი ერთ-ერთი ოცნება ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებაა,იმის გამო რომ ყოველდღე მზის ჩასვლას უყუროს.ამ გოგოს შეუძლია ყველანაირი წვრილმანით სიამოვნება მიიღოს.მარიამი სკოლის მოსწავლეა და მალე სკოლასაც დაამთავრებს.გული სწყდება რა თქმა უნდა,არ უნდა ბავშვობის წლებთან გამომშვიდობება,იცის რომ ის აღარ განმეორდება,რაც უფრო დრო იწურება და ხვდება რომ სულ ცოტაღა რჩება,თვალები ცრემლებით ევსება.სექტემბერში უკვე აბიტურიენტი ხდება და ყველანაირად ცდილობს მანამდე გაერთოს, სანამ ეს საშიში გამოცდები მოახლოვდება. ეშინია რომ არ გამოუვა,არ უნდა თავისებს იმედი გაუცრუოს.ყველანაირად ეცდება რომ გამოცდებში კარგი ქულები აიღოს,მაგრამ ამ ემოციურ გოგოს მეტი რა უნდა, ერთი დაბრკოლება და მაგაზე შეიძლება ნერვიულობით მოკვდეს.
* * *
ტელეფონზე ზარი...
-მარიამ, დღეს გცალია?
-კი მცალია,რახდება მშვიდობაა?
-კი უბრალოდ ვიფიქრე გაგვესეირნა
-კარგი ჩავიცმევ და გავიდეთ
კიდევ ერთი ლამაზი დღე გათენებულაა...
როგორ მინდა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება და ყოველდღე იმ სილამაზის ყურება,რომელსაც მზის ჩასვლა ჰქვია...
ნუთუ ასეთი ლამაზი არსებობს რამე?
კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი ქალი შემოდის.მარიამის ბებია...
-ბეე ცოტახნით გავდივარ და რამეში ხომ არ გჭირდები?
-რატო ხარ ასეთი მაწანწალა?
-მეც ძალიან მიყვარხარ
-წადი და ჭკვიანად იყავი
-კარგი ბეე
ახლა სამის ნახევარია ჩემი მეგობარი უნდა შევხვდე
-სადაა ეს გოგო ამდენხანს
-აქ ვარ
- მეგონა მოგიტაცეს
-რა გინდა ხო მოვედი
როგორც უკვე გითხარით კატო ჩემი მეგობარია. სულ ერთად ვართ და ხალხი ცალ-ცალკე რომ გვხედავს უკვირთ.ახლა ტრადიციულად აქეთ-იქით ვიწანწალებთ,როგორც ბებიაჩემი იტყოდა და მერე დავიშლებით.ყოველდღე ერთად ყოფნის შემდეგ სულ მიჩნდება კითხვა რატო არ გვბეზრდება ერთმანეთი?ამ საკითხზე ვფიქრობ რომ,ვისაც მართლა უყვარხარ და სულ შენს გვერდითაა იმას არ მობეზრდები არასდროს.უკვე წასვლის დროა.ახლა მივალ ჩემს ოცნებების ოთახში და გადავეშვები ლამაზ სამყაროში.
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Romanceისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3