მისვლისას წინ ნიკა შემომეგებაა
-რა კარგიაა რომ გამოხვედი
ნიკა ჩემი ბიძაშვილია.ჩემზე უმცროსია მაგრამ,მაინც კარგად ვერთობი მასთან.
-წამო გარეთ გავიდეთ.
გარეთ ჩასვლისას წინ ელენეს და სალის მზერა ვიგრძენი.
ელენე ჩემი უმცროსი დეიდაშვილია,სალი კი ჩვენი საერთო მეგობარი.
ჩემსკენ სიხარულით გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ
-გამარჯობა, მარიამ
-სალამი გოგოებო
-წავედით ქვემოთ ბავშვები გველოდებიან.
ეგრედწოდებული ,,ბავშვები" ჩვენი ახლო მეგობრები არიან.
ბევრი ვისეირნეთ და გავერთეთ.
ამასობაში დაღამებულა.
ბავშვებს დავემშვიდობეთ და სახლის გზას გავუდექით,როდესაც დედამ დამირეკა...
-სად ხართ დე?
-სახლში ავდივართ
-კარგი რომ ახვალთ დამირეკეთ.
დედაჩემი ჩემი ბედნიერებაა,დედაზე მეტიაა.ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო დაქალია და მას ვერავინ ჩაანაცვლებს.
დღეს ელენესთან ვრჩებოდით მე,სალი და ნიკა.
მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდი, ამიტომ ის საღამო ძალიან კარგად გავატარეთ. არ დაგვიძინია, სულ ვიცინოდით,რაღაცეებს ვუყურებდით და ვთამაშობდით.
ამ მომენტში ძალიან მიხაროდა დრო რომ ნელა გადიოდა.ისე ვერთობოდით რომ სანამ მზემ არ შემოგვანათა ვერ გავიგეთ გათენება.
-გადაწყვიტე სად გინდა ჩაბარება?
უეცრად სიჩუმე სალის ხმამ გაფანტა
-კი, ტურიზმი ან ფსიქოლოგია
-კი ნამდვილად შენი საქმეა და უნივერსიტეტი?
-უნივერსიტეტს,რაც შეეხება აქ არ მინდა ჩაბარება
-აბა სად?
ელენემ იცოდა ჩემი გეგმების შესახებ და თავისუფლად წარმოსთქვა სიტყვა
-მარიამი ზღვისპირა ქალაქში შეიძლება გადავიდეს და იქ ისწავლოს...
ბათუმში ცხოვრება ბავშობიდან მინდოდა,სულ ვამბობდი რომ იქ იყო ჩემი ადგილი,ხოდა სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებ გადასვლას და ჩემი პატარა ოცნების ასრულებას.* * *
სანამ სახლში დავაპირებდი წამოსვლას ვიფიქრე ერთ-ერთი გოგოების ჯგუფისთვის რამე ვიდეო გამეკეთებინა.პოსტი დავდე,სადაც ვთხოვე გოგოებს რომ მათი ფოტოები ჩაეყარათ და მე კი საღამოს ვიდეოს გავაკეთებდი.
დილის 11:00 საათი იყო სახლში რომ მივედი.გუშინ გათენების გამო ძალიან გათიშული ვიყავი და სახლში მისვლისთანავე დასაძინებლად გავეშურე.
უკვე 03:00 საათი ხდებოდა თვალები რომ გავახილე.ავდექი, ფარდები გადავწიე და მოულოდნელად მზის სხივები დაუკითხავად ჩემს ოთახში შემოვიდნენ, ციდან კი თვითონ ამ სხივების პატრონი იღიმებოდა.ნეტა ეს ღიმილი ვის ეკუთვის? მთვარეს? რა თქმა უნდა,მას ხო ჩუმად უყვარს ის.
დღეს არაფერი მაქვს დაგეგმილი და სახლში ყოფნა მიწევს,მაგრამ ასეთ კარგ ამინდში სახლში ვერ გავჩერდებოდი,ამიტომ სასწრაფოდ მოვიმარჯვე ტელეფონი და ჩემს დაქალს დავურეკე...
არ მპასუხობს,იმედები მეწურება,ალბათ არ სცალია.უკვე გათიშვას ვაპირებდი,როდესაც მისი ხმა გავიგე
-ლიზაა
-გისმენ მარიამ
-დღეს გცალია?
-კიი
-ჩამოსვლა მინდა
-ჩამო გელოდები
ლიზა ჩემი მეზობელია და ასევე ჩემი დაქალი.ჩემზე დიდია მაგრამ ეგ არ მანერვიულებს.ისეთი კარგია და გამგები.შეიძლება ფიქრობთ რანაირად დაქალობთ ასაკის გამო?
ჩვეულებრივად,იმაზე კარგად ვიდრე წარმომიდგენია...სასწაული ადამიანია!!!
ცოტახანი ლიზასთან ყოფნის შემდეგ სახლში დავაპირე წამოსვლა,რადგან სასწავლი მქონდა და ვიდეო გასაკეთებელი.
სახლში ასვლისთანავე ჯერ მეცადინეობა დავიწყე და როცა ძლივს ბოლოში გავედი შევუდექი ვიდეო გაკეთებას.მალევე მოვრჩი და დავდე.
დადების შემდეგ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.ბევრმა მომწერა რომ მათთვის ვიდეოს გამეგზავნა,მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ულამაზესმა გოგომ მიიქცია,რომელიც ვიდეოს ჩაგდებას მთხოვდა.მომინდა მისი უკეთ გაცნობაა.მეგობრობა შევთავაზე და მისგანაც თანხმობა რომ მივიღე ძალიან გამიხარდა.გავიცანი და დავმეგობრდით,თითქოს ჩემი მეორე მე ვიპოვე.მარიამი ჩემთვის ახლობელ ადამიანად იქცა.მასთან საუბრისას თითქოს საკუთარ თავს ვესაუბრები.ნამდვილად არ მეგონა ჩემი და მარიამის ერთი მოწერილი ,,ვიდეო გამომიგზავნე" ამხელა ისტორიად თუ გადაიქცეოდა.ღამის 12 საათი ახლოვდება და სულ, რაღაც წუთები აკლია რომ მივარდე ბებოს ჩავეხუტო და მივულოცო.* * *
მეორე დღეს სტუმრები მოვიდნენ და იმათთან გავატარე მთელი დღე. ძალიან დავიღალე, აღარაფრის თავი აღარ მქონდა,ერთი რაც მინდოდა ბალიშზე თავის დადება იყო.
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Romanceისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3