კვირები გადიოდა და გადიოდა.მე და მარიამს უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს სადაქალოს კი კიდევ ერთი ულამაზესი გოგო დაემატა.ქეთი,რომელიც მარიამის დახმარებით გავიცანი.ორივე ბათუმში ცხოვრობს.ძალიან გამიხარდა ამის გაგება.ქეთიც და მარიამიც ძალიან ლამაზები,თბილები და საყვარლები არიან.სულ იმაზე ვფიქრობ რომ ვნახავ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა? მაგრამ დარწმუნებული ვარ,როგორც ონლაინ ვუგებთ ერთმანეთს,ორმაგად კარგად გავუგებთ რეალობაში.
ყოველთვის ვიყენებ შაბათ-კვირას დასასვენებლად და მთელი დღე ფილმების საყურებლად გადატვირთული 5 დღის შემდეგ. ოთახიდან გასვლა არასდროს მინდა და რატომ? აქ ჩემი ოცნებების ბუდეა,რომელიც საშუალებას მაძლევს სხვა სამყაროში გავახილო თვალი,იმ სამყაროში,სადაც ყველა ბედნიერია,სადაც სიცოცხლე ჩქეფს,სადაც ყველას ყველა უყვარს. კომფორტულად აქ ვგრძნობ თავს,ჩემს ჭკუაზე მაქვს ოთახის ყოველი კუთხე მოწყობილი.ალბათ ზოგისთვის მოსაბეზრებელია მთელი დღე ოთახში გატარება,მაგრამ მე მაგ ზოგში არ შევდივარ.
ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად Playlist-ში ახალი კარგი მუსიკების დამატება და მთელი დღე მისი მოსმენა,ხატვა,რაიმე საინტერესო წიგნის წაკითხვა ან ფილმების ყურება.არა, რა თქმა უნდა ოთახიდან გავდივარ, ჩემს მეორე ადგილას...სამზარეულოში.მინდოდა მზარეულობა,მაგრამ გადავიფიქრე.მირჩევნია ჩემთვის ვიფუსფუსო,თან ცოტა მაინც შიში მაქვს არავინ მივწამლო...* * *
დღეს შაბათია,ამიტომ შუადღის 1 საათამდე მეძინა.ცოტახანი საწოლში გავჩერდი და ტელეფონში რაღაცეებს ვუყურებდი.ბოლოს ავდექი და თავი მოვიწესრიგე.
კარგად მოვკალათდი ყავით ხელში და წიგნის კითხვას შევუდექი.არ მიყვარს წიგნის შუა გზაში მიტოვება, თუ დავიწყე,ბოლომდე უნდა გავუყვე.ახლა,რასაც ვკითხულობ ძალიან მომწონს.სიყვარულზეა,მაგრამ ტრაგიკული დასასრულით.წიგნის სათაურიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ,,მოპარული სიყვარული". ჰმმ...რატომ გადაწყვიტა ავტორმა ასე სევდიანად დაესრულებინა წიგნი? ფიქრებში გართული არსაიდან ლიზის ხმა მესმის...
-მარიამმ
-გისმენ ლიზი
-მამამ გადმოგცა დღეს არაფერი დაგეგმოს სტუმრად მივდივართო. არადა დღეს გადაწყვეტილი მქონდა რომ მთელი დღე სახლში ვყოფილიყავი. მალევე გავიგე რომ თურმე ნათლიაჩემთან მივდიოდი.* * *
იქ მისულებს რამოდენიმე უცხო ადამიანი შევნიშნე, ვათვალიერებ,თითქოს ვცდილობ მათ ამოცნობას. ამ დროს კარი იღება და კიდევ ერთი მამაჩემის და ნათლიაჩემის ,,ძმაკაცი" შემოდის,რომელსაც უკან თავისი შვილი მოჰყვება.იმ ბიჭის დანახვისას,რაღაც დამემართა,ვერ ვხვდებოდი რა.ჩემს წინ დაჯდა და თვალებში ვუყურებდი მეურიდებლად.
რატო ვუყურებდი მის იდუმალ თვალებს? რის ამოკითხვას ვცდილობდი?რისი დანახვა მინდოდა მის თვალებში?...
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Romanceისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3