თავი VII

59 4 0
                                    

თვეები გადის,მალე სკოლაც დასრულდება და არდადეგები დაიწყება.
მე და ვაჩე ძალიან კარგი მეგობრები ვართ.მალე თბილისშიც ჩამოდის და მიხარია რომ მისი ნახვა შემეძლება.ბოლო ნახვის შემდეგ არ წარმომედგინა რომ ჩვენი ურთიერთობა ასე გაგრძელდებოდა.

* * * 
-ვაჩე რას შვები,როდის მიდიხარ თბილისში?
-დღეს საღამოს
-შენ მართლა საქმე გაქვს თუ ის გოგო უნდა ნახო?
...
-კარგი მე რას მიმალავ,ისედაც ვხვდები რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს
სრულიად ვეთანხმები დემეს,მარიამი ის გოგოა,რომელმაც შეძლო ჩემი გულის გასაღების პოვნა და შიგნით დაბინავება.
-ოხ მათეც მოსულაა,სად გაქვს ტელეფონი მთელი დღეა გირეკავ?
-შენს ხომ შემჭამე დემეტრე რაა
დემეტრეს და მათეს კინკლაობამ გამომაფხიზლა.ნეტა გამაგებინა სულ რატო კამათობენ. შანსი არაა მაგ დროს რომ არ გაგეცინოთ.როცა ხასიათზე არ ვარ ამათი კამათი მისწრებაა ხასიათზე მოყვანის,მაგრამ უკვე ჩემი ხასიათის წამალი მარიამიც გახდა.
-რას ჭირს ამას?
როგორც იქნა მორჩნენ და მათემ შემამჩნია
-თავის გოგოზე ფიქრობს
ამაყად თქვა დემემ.
დემე და მათე ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არიან.ხუთი თითივით მიცნობენ და მარტივათ ხვდებიან ყველაფერს.

* * *
ამ ზაფხულს ბათუმში ვაპირებ ჩასვლას და გოგოების ნახვას.ჯერ ვაჩეს ჩამოსვლას ველოდები,მინდა აქედან ერთად წავიდეთ.
გრძნობები მის მიმართ დღითიდღე მეზრდება.მასთან ლაპარაკი უხასიათოდ ყოფნის დროს წამალია,მისი ერთი გაღიმება და პეპლები თავისას შვებიან.ეს ბიჭი მართლა ჩემთვის ჩამოფრენილი ანგელოზია.
ფიქრებში გართული გოგოების ზარმა რეალობაში დამაბრუნა
-მარიამ როდის აპირებ აქეთ ჩამოსვლას?
-სკოლა მორჩეს და მაშინვე წამოვალ
-ძალიან მიხარია სამივე ერთად ვიქნებით.
-რავიცი ერთმა ბიჭმა თუ არ წაგვართვა მისი თავი ვიქნებით კი
-შენ არ იდარდო ქეთი,მარამის თავს არ დავუთმობ
გაიცინეს ორივემ.
სულ,რაღაც რამოდენიმე თვეში ჩემი ხასიათი ისე შეისწავლეს რომ ვერაფერს გამოვაპარებ,ეგრევე ხვდებიან რაშია საქმე.

* * *
გადავწყვიტე მარიამისთვის გამეგებინა,რომ ხვალ თბილისში ვიქნებოდი და დარეკვა გადავწყვიტე
-მარიამ რას შვები?
-არაფერს, ვაჩე შენ?
-ბიჭებთან ერთად ვარ და მინდოდა მეთქვა რომ ხვალ უკვე თბილისში ვიქნები.
-მიხარია
უბრალოდ კი არ უხარია, ძალიან უხარია, მაგრამ რატომღაც არ უნდა ამის აღიარება,მაგრამ მე რას გამომაპარებს.ეს გოგო მართლა ჩემთვის ჩამოფრენილი ანგელოზია.

ფერადი გოგონა Where stories live. Discover now