თავი X

47 4 0
                                    

საღამოს სამივე უკვე მზად ვიყავით.აზრზე არ ვიყავით სად მივდიოდით, უბრალოდ ვიცოდით რომ ერთმანეთს ბულვარში უნდა შევხვედროდით საღამოს 07:00 საათზე.
-რაღაც მინდა გითხრათ_ქეთიმ დაიწყო საუბარი
-გისმენთ აბა
-გახსოვთ ბიჭზე რომ გიყვებოდით.ეგ ბიჭი არის დემეტრე
-რაოოო?_გაოცებული წამოვხტი სავარძლიდან
-ღადაობ?_როგორც ჩანს,არც მარიამს სჯეროდა
-არა რას ვღადაობ.მეც არ მოველოდი,თუ დემეტრე გამეჩითებოდა ვაჩეს ძმაკაცად
-მეც არ ვთწვი ასე კარგად როგორ დაუახლოვდათქო_ღიმილით სარკეში ჩავიხედე
-კარგით წავედით ახლა
ძაან უბრალოდ მეცვა,გადაპრანჭვები არ მიყვარს,მაგრამ გოგოები გასაოცრად ლამაზები იყვნენ.
-ისე ნეტა სად წავალთ? _ინტერესით თქვა ქეთიმ
-ალბათ რომელიმე მდიდრულ რესტორანში_სიცილით ავყევი მე
მარიამი კი ფიქრებში იყო გართული
-რაზე ჩაფიქრდი?
-არაფერზე
-კარგი
მაგრამ ხო ვიცი რომ მისი ჩაფიქრება მათესთან იყო დაკავშირებული.

* * *
-ოხ ბიჭებო რა სიმპათიურები ხართ
-როდის არ ვართ ხოლმე დემეტრე?
-ნუ ვაჩე კარგი მარიამს ეპრანჟება და მათე შენ?
-მეორე მარიამს
-რა სასაცილოა ვაჩე
-ისე დემე ქეთიზე რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა.ქეთის დიდიხანია ისედაც ვიცნობ_გაკვირვებული საახეებით ვუყურებდით დემეს.
-ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა
-რას ქვია იცნობდი?
-გოგოზე რომ გითხარით ვწერთქო გახსოვთ.აიი ეგ გოგოა ქეთი და რა ვიცოდი,რომ შუა სადგურზე მარიამის დაქალად ქეთი იქნებოდა
-ხოდა მიდი გასიმპათიურდი უცებ
-როდის არ ვარ ვაჩე სიმპათიური?

* * *
რაც ვაჩე გავიცანი პირველად მოხდა რომ მასზე ადრე მივედი დათქმულ ადგილას.
-მარიამებო ნახეთ თქვენი პრინცები მოდიან
-და შენიც მოყვება ქეთი_მალევე გაუგრძელა მარიამმაც.
-გამარჯობა გოგოებო,როგორ ხართ?
-მადლობა კარგად,თქვენ?
-ჩვენც კარგად
ვაჩესთან ახლოს მივიწიე და ჩუმად ჩავჩურჩულე
-ნახე შენზე ადრე მოვედი
-ეგ ერთხელ
და მათეს ხმა გაისმა
-სად მივდივართ?
-წამო სადმე ბარში დავსხდეთ
-კარგი აზრია.

* * *
ბარში რომ მივედით დავლიეთ,ვიცეკვეთ,კარგად გავიცანით ერთმანეთი.
მე და ვაჩე ბართან ვიყავით და აქედან შევნიშნე მარიამის და მათეს თვალები,თუ როგორ უყურებდნენ ერთმანეთს.
მათ შორის უფერული ძაფი გაება,რომელმაც ისინი დააკავშირა.
აქეთ ქეთი და დემეტრე საუბრობდნენ.
და ჩვენ?
მის ხელებს წელზე ვგრძნობ,ხოლო მის ტუჩებს ლოყაზე.გრძნობები,რომლებიც სადგურის მერე არ გამოჩენილან,ახლა ისე გამოვარდნენ, თითქოს საპყრობილეში იყვენ ჩაკეტილები.ვუყურებ ვაჩეს იდუმალ თვალებს.ისევ და ისევ რაღაცის ამოკითხვას ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის.ცხოვრებაში პირველად მომინდა,რომ დრო გაწელილიყო,სადღაც უსასრულობამდე.
ის რას გრძნობს ახლა ჩემს მიმართ? იგივეს,რასაც მე? და მე რას ვგრძნობ?
მე მასზე შეყვარებული ვარ!
-ეე გვრიტებო არ წავიდეთ?
დემეს და ქეთის ხმა რეალობაში მაბრუნებს.
-კარგი ახლა რას ვშვებით.
-მე და ქეთი ცოტას გავისეირნებთ და მშვიდობიანად მოგიყვანთ გოგოებო
-მათრ თქვენ რას იზამთ?
-არვიცი მოვიფიქრებთ
-კარგი მაშინ წავალთ ჩვენ.
ბულვარში სეირნობის შემდეგ მალევე სახლში მიმაცილა.
-კარგი საღამო იყო
-იცი რა არის მარიამ?
-გისმენ
-ანდა არაფერი მერე გეტყვი
-მითხარი მიდი.
-ეგრე რომ შვები ვხვდები რომ რაღაცის თქმა გინდა
-ამ თვეების მანძილზე ისე მოგეჩვიე რომ
-რომ?
-მოკლედ გეტყვი რაა...

ფერადი გოგონა Where stories live. Discover now